არჩილ თალაკვაძე კვარაცხელიას გარდაცვალებაზე - როგორც ოთხოზორიას, ტატუნაშვილის შემთხვევაში უმრავლესობამ და ოპოზიციამ მივიღეთ რეზოლუცია, ამ საკითხზეც ერთიანი პოზიცია გვექნება

როგორც ოთხოზორიას, ტატუნაშვილის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა პრინციპული პოზიცია და პარლამენტშიც მივიღეთ უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთობლივი რეზოლუცია ამ საკითხზეც გვექნება კონსოლიდირებული პოზიცია, რომ სათანადო ფასი გადაიხადოს რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმმა ამ ფაქტებისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ცენტრი "ემპათია" აპირებს რუსეთის პროკურატურას და სახალხო დამცველს მიმართოს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა, თუ როგორ ჩაერთვება საქართველოს მხარე ამ პროცესში და ელოდება თუ არა არჩილ თალაკვაძე ქმედით ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან.

„როცა ჩვენი მოქალაქეების უფლებები ირღვევა და მითუმეტეს, ხდება ჩვენი მოქალაქის გარდაცვალება ოკუპირებულ რეგიონში ეს არის ის საკითხი, რომელზეც განსხვავებული პოზიციები არ შეიძლება გვქონდეს პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენ არ ვაპირებთ კამათს ოპოზიციასთან, ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოების ყველა იმ ადამიანთან, ვისაც გული შესტკივა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე, როდესაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. რა თქმა უნდა, როგორც ოთხოზორიას, ტატუნაშვილის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა პრინციპული პოზიცია და პარლამენტშიც მივიღეთ უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთობლივი რეზოლუცია ამ საკითხზეც გვექნება კონსოლიდირებული პოზიცია, რომ სათანადო ფასი გადაიხადოს რუსეთის ფედერაციამ, საოკუპაციო რეჟიმმა ამ ფაქტებისთვის.

რაც შეეხება ირაკლი კვარაცხელიას საქმეს, დე ფაქტო ხელისუფლებისგან გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად დასახელებული იყო თვითმკვლელობა. ჩვენ ველოდებით ექსპერიზის დასკვნებს, საბოლოო დასკვნები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ

როგორც არ უნდა მომხდარიყო გარდაცვალება- იქნება ეს ძალდობრივი სიკვდილი, თუ თვითმკვლელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც უკანონო პატიმრობაში ადამიანი კვდება, ეს არის სერიოზული საკითხი და ჩვენი პოზიცია პრინციპული იქნება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს