გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მარტს 11:15 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, გლდანი-თიანეთის გზატკეცილზე.

11:10 საათიდან 15:10 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურებსა და გუდაურში, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე - დაბა სტეფანწმინდაში.

08:00 საათიდან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება თიანეთის რაიონის სოფლებს სიონი, მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი და მიმდებარე სოფლებს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე - სოფლებს ქვემო არტანი, ჭურჭელაურები, ლიშო, მამადაანები და მიმდებარე სოფლებს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე - სიმონიანთხევს, ნადოკრას, ალოტს, ჩეკურაანთგორს, ბოკონს და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე - სოფლებს ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, ხევსურთსოფელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს