"ნაციონალური მოძრაობა" მთაწმინდის ოლქში მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს

"ნაციონალური მოძრაობა" მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს.

ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ის მიესალმება ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სავარაუდოდ არ ეყოლება კანდიდატი იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიან კანდიდატს წარადგენს.

"ჩვენ მივესალმებით ყველა გაერთიანებას. საპრეზიდენტო არჩევნებში დავინახეთ, რომ გაერთიანებას აქვს შედეგი და ეს შედეგი იყო ოპოზიციური ძალების კანდიდატის გამარჯვება. კარგია, რომ მათ ერთიანი კანდიდატი წარადგინეს. რამდენიმე ოლქში მიმდინარეობს არჩევნები და ჩვენ ალბათ, არ დავაყენებთ იქ, სადაც კონკურენტუნარიანი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს , ისევე, როგორც ისინი ფიქრობენ ზუგდიდში ჩვენ კადიდატს დაუჭირონ მხარი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, "ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია შექმნეს და მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარადგინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა