ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
რომან გოცირიძე

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით 1982 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ - თანამშრომლად; 1988 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტია; 1990 წელს იგი ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიული ცენტრის" თანათავმჯდომარეა; 1992 წლის თებერვალში ინიშნება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და სახელმწიფო საბჭოს წევრად; 1992 წელს იკავებს საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტს; 1993-1995წწ. საქმიანობას აგრძელებს პედაგოგიკის სფეროში; 1998 წელს ინიშნება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე;

2005-2007წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; 2007-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

· საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991);

· საინვესტიციო ფონდი - "ქართული კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (1995-1996);

· საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ლიგა, პრეზიდენტი (1996-1998);

· ქ. თბილისის საკრებულო, წევრი (2002).

· საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე (2005-2007);

· საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995);

· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2005);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი;

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წევრი (2016-).

ბიბლიოგრაფია:

· შიდა კონფლიქტების ეკონომიკური და სოციალური შედეგები საქართველოში = Economic and Social Consequences of Internal Conflicts in Georgia (ავტორი);

· გავლენიანი ჯგუფები და კორუფცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მუქარა (თანაავტორი);

· ეკონომიკა. პოლიტიკა. ცხოვრება (ავტორი).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
რომან გოცირიძე - მალე მდინარაძის ჯერიც დადგება - რომელიმე მათიკაშვილი, ან ოხანაშვილი პირველი გაუქანებს ქვას, თუ ამის სიგნალს იმ ბრძენი კაცისგან მიიღებს - უშველის კი გაქცევა?! ვნახოთ!
რომან გოცირიძე - „ოცნების“ ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება - ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა: ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც?
რომან გოცირიძე - ნათელია, რომ აფხაზეთში საწვავის შეტანა მოხდა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით, სხვანაირად საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელი იქნებოდა - დავალების შემსრულებელი ნავთობკომპანია ვერ აიცილებს სანქციებს
რომან გოცირიძე - აფხაზეთში საწვავის შეტანის მაქინაციაში ხელისუფლებამ სპეციალური რეჟიმის მქონე შპს გამოიყენა, რომელსაც აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების ნებართვა ჰქონდა
რომან გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას - ღალატში მონაწილე ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება
რომან გოცირიძე - გუშინ დანაშაულებრივი ექსპერიმენტი ჩაატარეს  და  გათიშეს მთელი ქვეყანა - დღემდე ვერ დავადგინეთ, რა მოხდა ელექტროენერგიის პირველი გამორთვისას - როგორ შეიძლება შიდა გადამცემმა ხაზმა „ლოკდაუნი“ გამოიწვიოს?
რომან გოცირიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე - ვერ უძლებს უხარისხო ქსელი დატვირთვას, მის ამორტიზაციაში კრიპტო "ენერგოვამპირებმაც" ითამაშეს როლი - შეცდომები, არაკომპეტენტურობა და ტოტალური კორუფციაა იმის მიზეზი, რაც ხდება
რომან გოცირიძე - „ინტერ რაო“ შავი ლაქაა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სხეულზე, ყულევის დასანქცირება კი რუსეთის დახმარების მტკიცებულებაა
რომან გოცირიძე - კრიპტოსაწარმოები ვამპირები არიან და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან, ამის შედეგია გახშირებული ავარიები - თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოს მოპოვება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს
ეროვნული ბანკი განმარტავს, რას უკავშირდება რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება
რომან გოცირიძე - უცნაური ამბები ხდება საბანკო სისტემაში, კომერციულ ბანკებს არ უნდათ ეროვნული ბანკის ფული - კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისგან ნასესხები ფულის მაჩვენებელი 300 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა, რაც ანომალიური მოვლენაა
შალვა პაპუაშვილი – არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით
რომან გოცირიძე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე - როგორც ირკვევა, სასტუმრო-კაზინოს ჩადგმას აპირებენ - ყველა გადაწყვეტილების მიღმა „ოცნების“ კლანის პირადი ინტერესები იმალება
რომან გოცირიძე - საქართველოს მთავრობის მიერ აშენებული პორტი ვის რაში სჭირდება? დროის დაკარგვამ ანაკლია შეიძლება წარმოშვას, როგორც „თეთრი სპილო“ - ასე ეწოდება მილიარდიან პროექტებს, რომელიც ინგრევა, ვინაიდან არ არის ეფექტიანი
რომან გოცირიძე - ფასდაკლებული საქონელი აკი ერთ კუთხეში იქნებაო? - არ აწყობთ ასე, ერთად რომ დაალაგო, გამოჩნდება, რომ 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
რომან გოცირიძე - აზერბაიჯანს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაასანქცირებდა და ამით გადარჩა ყულევი
რომან გოცირიძე - „იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია, რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი“ ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს - ეს კანონის მოთხოვნაა!
რომან გოცირიძე - თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ან თურნავას ვინ ეკითხება, ან აქაურ ბანკებს - ვინც შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება - სანქციები აღსრულდება
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს