დეპუტატი
რომან გოცირიძე

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით 1982 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ - თანამშრომლად; 1988 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის დოცენტია; 1990 წელს იგი ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიული ცენტრის" თანათავმჯდომარეა; 1992 წლის თებერვალში ინიშნება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და სახელმწიფო საბჭოს წევრად; 1992 წელს იკავებს საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტს; 1993-1995წწ. საქმიანობას აგრძელებს პედაგოგიკის სფეროში; 1998 წელს ინიშნება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე;

2005-2007წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; 2007-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

· საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991);

· საინვესტიციო ფონდი - "ქართული კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (1995-1996);

· საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ლიგა, პრეზიდენტი (1996-1998);

· ქ. თბილისის საკრებულო, წევრი (2002).

· საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე (2005-2007);

· საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995);

· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2005);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი;

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წევრი (2016-).

ბიბლიოგრაფია:

· შიდა კონფლიქტების ეკონომიკური და სოციალური შედეგები საქართველოში = Economic and Social Consequences of Internal Conflicts in Georgia (ავტორი);

· გავლენიანი ჯგუფები და კორუფცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მუქარა (თანაავტორი);

· ეკონომიკა. პოლიტიკა. ცხოვრება (ავტორი).

ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ფინანსთა ყოფილი მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ქონების გადასახადით დაბეგვრის პრინციპების ძირეული ცვლილება განიხილება
რომან გოცირიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ ნათია თურნავამ ბანკებისადმი ბრძანება ანგარიშის გაყინვის თაობაზე საღამოს გამოსცა და ფარცხალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა გადაექაჩა თავისი ფული რუსეთში - ხვალ უნდა მივიღო პასუხი, მოასწრო თუ არა ფულის გადატანა
გიორგი კაკაურიძე - ოთარ ფარცხალაძის რელიგიური საქმიანობით არ დავინტერესებულვარ - მე რომ შენობა ავაშენო და ეკლესია დავარქვა, ეკლესია არ იქნება! თუ ეს არის შენობა, რასაც მინდა დავარქმევ - მაშინ დაიბეგრება, ხოლო თუ ეკლესიაა, არ დაიბეგრება!
რომან გოცირიძე - სავალუტო ფონდმა პროგრამა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ შეაჩერა და ამას მალავდნენ - აღდგენაზე საუბარი 17-18 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ასეთ ვითარებაში პროგრამას არავინ აღადგენს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ
რომან გოცირიძე - უდიდესი საფრთხის წინაშე დგას ფინანსური სისტემა - საქართველოში უნდა დაიწყოს „საბანკო შარლ მიშელი“
რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა - სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა
ოპოზიცია - ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს და დაიჭიროს პოლიტიკური ოპონენტები, ვერ მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს - მოვითხოვთ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას
რომან გოცირიძე უმრავლესობას - კოლექტიურად უყიჟინებთ, კოლექტიური მოყიჟინეები კი არიან მშიშრები - გგონიათ ივანიშვილი ზის და გისმენთ, გინდათ თავი მოაწონოთ, მაგრამ ივანიშვილი ისე გისმენთ, როგორც მე მისმენს ახლა ჩემი კატა ტელეეკრანის წინ
რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ - ბიძინა ივანიშვილის ახირებულ თეზისზე: „ამერიკას შავ ზღვაში რა უნდა“ არის აგებული „ქართული ოცნების" პოლიტიკა - ეს ნიშნავს, რომ ამერიკა და დასავლეთი არ უნდა იყოს საქართველოში და აქ უნდა იყოს რუსეთი
რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქცია - ერთი ძალიან დიდი იაღლიში მოუვიდათ, რაც ფარცხალაძემ ვერ გათვალა
ეროვნულ ბანკთან შეკრებილი პოლიტიკოსები ნათია თურნავასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა
ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რომან გოცირიძე - ნათია თურნავამ უკანონო ბრძანება უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს, პრეზიდენტმა მისი წარდგენისთვის ბოდიში მოიხადოს, უნდა დაიწყოს ქუჩის აქციები, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი პროგრამა შეაჩეროს
რომან გოცირიძე - გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან „ქართუ ბანკში“ მოასწრო ფულის გადატანა - ეს ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს
ირაკლი კობახიძე ფარცხალაძეზე - თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე, ისე რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, საკითხის შესწავლა იწყება და შეიძლება დადგეს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი - იუსტიციას საქმის შესწავლა დაწყებული აქვს
რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე ირაკლი კობახიძის განცხადება უპასუხისმგებლობა და მეტიც, დანაშაულია - ესენი „ანაბრების რევოლუციას“ გაიჩალიჩებენ
რომან გოცირიძე უმრავლესობას - ოპოზიციონერ დეპუტატებს კანონპროექტების წარმოდგენის კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ - უკვე იქამდე მიხვედით, რომ არ გინდათ ჩვენი პროექტების შინაარსი მოქალაქეებმა გაიგონ!
გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა