რომან გოცირიძე - უცნაური ამბები ხდება საბანკო სისტემაში, კომერციულ ბანკებს არ უნდათ ეროვნული ბანკის ფული - კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისგან ნასესხები ფულის მაჩვენებელი 300 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა, რაც ანომალიური მოვლენაა

უცნაური ამბები ხდება საქართველოს საბანკო სისტემაში. კომერციულ ბანკებს არ უნდათ ეროვნული ბანკის ფული - ეროვნული ბანკი უნდა განმარტავდეს ამ მოვლენას, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი განმარტებით, 31 დეკემბერს კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან 4,2 მილიარდი ლარი ისესხეს, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 300 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა, რაც ანომალიური მოვლენაა.

“ე.წ. რეფინანსირების სესხების მოცულობა ექვს თვეში 13-ჯერ შემცირდა. თუ გასული წლის 31 დეკემბერს კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან 4,2 მილიარდი ლარი ისესხეს, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 300 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა.

როდესაც ასეთი, ერთი შეხედვით ანომალიური ვითარება ფიქსირდება, ეროვნული ბანკი უნდა განმარტავდეს ამ მოვლენას.

ამ ფაქტს მრავალი მიზეზი აქვს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა, არა მხოლოდ ფინანსური ხასიათის პროცესებზე მიგვითითებს”, - წერს რომან გოცირიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს