შალვა პაპუაშვილი – არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით

ზოგადად, იქნება ეს ალიანსი, ცხრიანი, ოთხიანი, შვიდიანი თუ სხვა, არის მხოლოდ მოჩვენებითი ფორმები, რომელიც გამოიგონება, რომ სიმართლე არ დაგვანახონ. სიმართლე კი ერთია – არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არანაირი გაერთიანება არ არსებობს. მისი თქმით, ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობაა.

,,ესენი არის ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან – რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ. არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა აქ არ არსებობს. ეს ფარსი ნანახი გვაქვს, მათ შორის – პარლამენტში. წინა მოწვევის პარლამენტში ვნახეთ, რომ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე გავიდა ფრაქციიდან, პარტიიდან, ასევე მას და რომან გოცირიძეს ჰქონდათ ვითომ ცალკე ჯგუფი, შემდეგ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვნახეთ დაბრუნებული და ლიდერობის მსურველი. იგივე ითქმის ვაშაძეზე, ჯაფარიძეზე, გვარამიაზე. ეს ხომ ნანახი სცენარია, თითქოს დაიშალნენ. ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია. სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან. დავალებებს იღებენ პირდაპირ გარედან და იმას ასრულებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში