გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა, რომელზეც საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს.

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისარმა კაია კალასმა განაცხადა, - „საქართველოსადმი ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა არც საკმარის ზეწოლას ქმნის ცვლილებებისთვის და არც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ თემას ჩვენ იანვარში დავუბრუნდებით“.

საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციიდან გამომდინარე, საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებსა და წრეებს ჰქონდათ მოლოდინი რომ ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრიალი საქართველოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს - ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს ევროპა სანქციებს დაუწესებდა.

როგორც გაირკვა, საქართველოზე კონკრეტური გადაწვეტილება არ ყოფილა მიღებული. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული?

როგორ აღიქვა ოპოზიციურმა სპექტრმა თუ შეიძლება ასე ითქვას, „ამ საკითხის“ იანვრისთვის გადადება?

- ჩემი შეფასებით, საქართველო, მათ შორის, „ქართული ოცნებაც,“ რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ რთულ ვითარებაშია. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს მდგომარება დიდწილად გამოიწვია თავად „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის პოზიციების გასაძლიერებლად, იქნება ეს ახლო წარსულში საქართველოს პარტნიორებთან ფაქტიურად კონფრონტაციულ რეჟიმში გადასვლა, თუ ღია და აქტიური პრო-რუსული პროპაგანდის მაქსიმალურად გაძლიერება ქვეყნის შიგნით.

საქართველო, მათ შორის, „ქართული ოცნებაც,“ რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ რთულ ვითარებაშია. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს მდგომარება დიდწილად გამოიწვია თავად „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის პოზიციების გასაძლიერებლად

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ომი უკრაინაში, რომელიც მოსკოვის გათვლით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რაღაც ნაწილზე მაინც რუსეთის კონტროლის დაბრუნებაში უნდა გარდასახულიყო. ეს გათვლა ჩაიშალა ყველა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან მიმართებაში, საქართველოს გარდა. ჩვენთან მიმართებაში პირიქით, ამისთვის ყოველმხრივ ხელსაყრელი ნიადაგი შეიქმნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ზემოთ ნახსენები და სხვა არაერთი ქმედების გამო.

ამ კონტექსტში თუ შევაფასებთ საგარეო საქმეთა მინისტერიალის გადაწყვეტილებას შეიძლება ითქვას, რომ საკითხის გადავადებით, საქართველოს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ისედაც სუსტი პოზიციები კიდევ უფრო მეტად არ დასუსტდა რუსეთთან მიმართებაში, რაც თითქოს პოლიტიკურად გამართლებულია.

მეორეა თუ როგორ გამოიყენებს ამას „ქართული ოცნება.“ აქამდე არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მმართველი პარტია ასეთ მდგომარეობას იყენებს ქვეყნის შიგნით საკუთარი ოპონენტების კიდევ უფრო მეტად დასასუსტებლად და დასავლეთის მიმართ კრიტიკის გასაძლიერებლად. საერთო ჯამში, ამ ყველაფრიდან სარგებელს ისევ რუსეთი იღებს. შესაბამისად, ვითარება ძალიან რთულია და მის შესაცვლელად საჭიროა პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ქცევის შეცვლა, რაც პრინციპში წარმოუდგენელია.

საერთო ჯამში, ამ ყველაფრიდან სარგებელს ისევ რუსეთი იღებს. შესაბამისად, ვითარება ძალიან რთულია და მის შესაცვლელად საჭიროა პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ქცევის შეცვლა, რაც პრინციპში წარმოუდგენელია

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან საკითხის იანვრამდე გადავადების აღქმას, მე მესმის, რომ ამის თაობაზე შეიძლება გარკვეული არგუმენტირებული გულისწყვეტა არსებობდეს. მაგრამ მეორე მხრივ, რამდენად ეფექტიანად გამოიყენა ოპოზიციამ თუნდაც საქართველოსა და დასავლეთ შორის ურთიერთობების გაუარესების თემა, რომელშიც დამნაშავე აშკარად „ქართული ოცნებაა“ საკუთარ პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად და შიდა პოლიტიკაში პოზიციების გასაძლიერებლად?!

მე თუ მკითხავთ, დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია ვიდრე იგი თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო.

- ვითარებაში, როცა აშშ-მ ტრამპის ინიციატივით რუს ოლიგარქებს სანქციები მოუხსნა, ვაშინგტონმა მოსკოვთან გააფორმა შეთანხმება იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს დიზელს მიაწვდის.

როგორც ჩანს, ეს იყო იმის საბაბიც რომ საქართველოში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლოდინი იმისა, ევროკავშირი, რომელიც აშშ-ს უკრაინის საკითხში ღიად უპირისპირდება, საქართველოს მმართველი პირების მიმართ უფრო მკაცრ გადაწვეტილებას მიიღებდა.

ასე, არ მომხდარა. ვხედავთ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ტექნიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას დაიტოვა.

ამაზე, როგორი გაუგებარი და ბევრი თვალსაზრისით „უტიფარი და უსამართლო“ განცხადებები გაკეთდა თბილისში ვნახეთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოფიციალური თბილისი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ რომ ევროკავშირი მის მიმართ „უფრო მკაცრი და მკაფიო იყოს“.

ამ თემაზე ევროკავშირის პოზიციებზე კი ისაუბრეთ, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რა გავლენას იქონიებს „საკითხის გადადება“ საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე?

- უარყოფითს სამწუხაროდ, რადგან „ქართული ოცნება“ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოზე „საკითხის გადადებას“ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად კი არ გამოიყენებს, არამედ მისი ოპონენტების წინააღმდეგ წნეხის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

„ქართული ოცნება“ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოზე „საკითხის გადადებას“ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად კი არ გამოიყენებს, არამედ მისი ოპონენტების წინააღმდეგ წნეხის კიდევ უფრო გასაძლიერებლად

ამის მაგალითი უკვე გვაქვს, რადგან გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

საქმე ისაა, რომ პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად „ქართულ ოცნებას“ გამოყენებული აქვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის I.4.1. თავში, რომელიც ამ ომს შეეხება აღნიშნულია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას.

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ამით კიდევ უფრო დაასუსტებს საქართველოს პოზიციებს რუსეთთან, ყველაზე მნიშვნელოვან - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში. ჩვენ ხომ ისედაც ვხედავთ, რომ მოსკოვი ბოლო პერიოდში ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვს თბილისისგან ცხინვალის და სოხუმის აღიარებას.

„ქართული ოცნება“ ამით კიდევ უფრო დაასუსტებს საქართველოს პოზიციებს რუსეთთან, ყველაზე მნიშვნელოვან - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში. ჩვენ ხომ ისედაც ვხედავთ, რომ მოსკოვი ბოლო პერიოდში ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვს თბილისისგან ცხინვალის და სოხუმის აღიარებას

ასევე, ეს პროცესი მისცემს სერიოზულ საფუძველს დასავლეთს, რომ მოახდინოს რეაგირება, რაც შესაძლოა ახალ სანქციებსა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებაში გამოიხატოს და ამითაც „ქაართული ოცნება“ კიდევ უფრო დაისუსტებს ისედაც სუსტ პოზიციებს რუსეთთან, ისევე როგორც დაასუსტებს მთლიანად ქვეყნის პოზიციებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მგონია, რომ „საკითხის გადადება“ მისთვის არა კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმისკენ ბიძგი იქნება, არამედ კიდევ უფრო მეტ დეზორგანიზაციას გამოიწვევს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მგონია, რომ „საკითხის გადადება“ მისთვის არა კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმისკენ ბიძგი იქნება, არამედ კიდევ უფრო მეტ დეზორგანიზაციას გამოიწვევს

- ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა - აშშ-მ და რუსეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთი აშშ-ს დიზელს მიაწვდის. ამის პარალელურად გაკეთდა განცხადებები რომ აშშ სანქციებს მოუხსნის რუს ოლიგარქებს.

ტრამპის ეს განცხადება დიდი განხილვის თემად დღემდე რჩება. არ ვიცი, ბევრს რატომ გაუკვირდა რუსეთთან მიმართებაში ტრამპის ეს განცხადებები. უკრაინის საკითხში ტრამპის განცხადებები იმდენად არათანმიმდევრულად და ალოგიკურად გამოიყურებოდა, ის რაც მოხდა გასაკვირი სულაც არ უნდა ყოფილიყო.

როგორც აღმოჩნდა, ბერძნული დროშით მოძრავი გემი აშშ-ში მალე შეიტანს „რუსულ დიზელს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში რუსული დიზელის მიწოდების საკითხი ტრამპსა და პუტის მიღებული ჰქონდათ, როგორც მინიმუმ, 18 სექტემბერს, ანუ ევროპიდან ბერძნული გემის გამოსვლის დღემდე ბევრად ადრე.

მეტიც, ყველამ იცის, რომ რუსეთს თავად აქვს დიზელისა და ნავთობის პრობლემა. როგორც ჩანს, ამისთვის იყო მოწყობილი ინდოეთის პრემიერ მოდისა და პუტინს შორის გამართული შეხვედრა. ანუ, რუსეთი აშშ-ს რუსეთის მიერ მიწოდებული ნავთობიდან გადამუშავებულ დიზელს აწვდის.

ტრამპის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს აშშ-ში, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა და სენატორებმა. გარდა იმისა, რომ დიზელის ის რაოდენობა, რომელმაც ტრამპმა გააჟღერა, აშშ-ში დიზელის ფასს ვერ დაწევს.

აქ მთვარი სხვა რამაა, ამ გადაწყვეტილებით მკაფიოდ გამოჩნდა რომ უკრაინა-რუსეთის ომში, ზესახელმწიფო ამერიკა რუსეთისა და პუტინის მხარესაა. ყველაფერი ის, რასაც ამ თემაზე ახლა ტრამპი ამბობს საერთო არა აქვს აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებთან.

ამერიკაში არ ერიდებიან იმაზე საუბარს რომ უკრაინელების ომში დახოცვის ხარჯზე არა აშშ, არამედ მხოლოდ ტრამპი და მისი გარემოცვაა მოგებული. რადგან აშშ-ში ასეთი განწყობებია, სულაც არაა გამორიცხული შუალედური არჩევნები „რესპუბლიკურმა“ პარტიამ წააგოს, ეგ კი არა იმასაც კი არ გამორიცხავენ რომ „რესპუბლიკელებმა“ კონგრესშიც დაკარგონ უმრავლესობა და სენატშიც.

თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთთან მიმართებაში ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ შუალედურ არჩევნებში ტრამპის პარტია დამარცხდება?

- რუსეთთან მიმართებაში ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უარყოფითია, როგორც უკრაინისთვის, ისე თავად აშშ-სთვის. აქ ერთადერთი რაციონალური გათვლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, შესაძლოა იყოს რუსეთის მოკავშირედ გახდომაზე გაკეთებული, მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, ისეთი როგორიც მაგალითად არის ირანი ან ჩინეთი. თუ ასეთი გათვლა არსებობს, ის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

მართალია პუტინის რეჟიმს ღიად კარგი დამოკიდებულება აქვს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეასუსტოს და ევროპელ პარტნიორებთან მისი ურთიერთობები არიოს, რაც ხდება კიდეც სამწუხაროდ.

რუსეთთან მიმართებაში ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უარყოფითია, როგორც უკრაინისთვის, ისე თავად აშშ-სთვის. აქ ერთადერთი რაციონალური გათვლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, შესაძლოა იყოს რუსეთის მოკავშირედ გახდომაზე გაკეთებული, მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, ისეთი როგორიც მაგალითად არის ირანი ან ჩინეთი. თუ ასეთი გათვლა არსებობს, ის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

სხვა მხრივ, მოსკოვს ცხადია სტრატეგიულ დონეზე აშშ-ს აღქმა არ შეუცვლია, მას ისევ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და მისი დასუსტება კვლავაც მოსკოვის ინტერესებშია.

მოსკოვს ცხადია სტრატეგიულ დონეზე აშშ-ს აღქმა არ შეუცვლია, მას ისევ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და მისი დასუსტება კვლავაც მოსკოვის ინტერესებშია

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს აშშ-ი, სოციოლოგიური გამოკითხვების და საექსპერტო შეფასებების თანახმად, „რესპუბლიკური“ პარტია ძალიან მაღალი ალბათობით წააგებს წარმომადგენელთა პალატას და შესაძლოა სენატიც წააგოს. თუმცა, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩატარდება შუალედური არჩევნები აშშ-ში, იქნება ის მორიგი დემოკრატიული არჩვენები, რომლის შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა, როგორც აშშ-ი ისე მის ფარგლებს გარეთ მაღალია, თუ ჩვენ ვნახავთ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გადაჭარბებულად გამოყენების მცდელობას, რათა არჩვენების შედეგებზე სასურველი გავლენა მოახდინოს.

უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩატარდება შუალედური არჩევნები აშშ-ში, იქნება ის მორიგი დემოკრატიული არჩვენები, რომლის შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა, როგორც აშშ-ი ისე მის ფარგლებს გარეთ მაღალია, თუ ჩვენ ვნახავთ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გადაჭარბებულად გამოყენების მცდელობას, რათა არჩვენების შედეგებზე სასურველი გავლენა მოახდინოს

ამან კი კი აშშ-ი პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნას შეიძლება შეუწყოს ხელი. აქ მთავარი ის არის, რომ მოსკოვის ინტერესი სწორედ აშშ-ი ამ სცენარით მოვლენების განვითარება შეიძლება იყოს.

- ამ განცხადების გარდა, უკრაინელები ასევე გააბრაზა ტრამპის მოსაზრებებმა ზელენსკიზე რომ „დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“. მას მხარი აუბა ოლიგარქმა მასკმაც.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ თუ უკრაინა აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს, აშშ შეწყვეტს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას. ასევე უარს იტყვის ევროპელების მიერ ევროპული ფულით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

სამწუხაროდ, წესით, არც ეს უნდა ყოფილიყო გასაკვირი, რადგან, რუსული თვითმფრინავების გასანადგურებლად უკრაინამ არა მასკის სატელიტები, არამედ ევროპელების სატელიტები გამოიყენა.

მოსკოვი რომ ამერიკელების განცხადებებით კმაყოფილებას არ მალავენ, ეს იმაშიც ჩანს, საგარეო საკითხებში პუტინის მრჩეველ უშაკოცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებებში უკრაინელებისა და ევროპელების მიმართ „მუქარის ტონი მნიშვნელოვნად გაზრდილია“.

ტრამპის მოწოდებების მიუხედავად, უკრაინა აგრძელებს რუსული ენ-პე-ზეების დაბომბვას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, როგორ განვითადება უკრაინასა და რუსეთს დაპირსპირება უახლოეს მომავალში?

- ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ალბათ ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება, სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის გამო. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად მოახერხებენ ევროპის ქვეყნები დააკომპენსირონ აშშ-ის როლი თუ იგი საერთოდ შეწყვეტს უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და ასევე სტარლინკის შესაძლებლობების გაზიარებას.

ამ საკითხებთან მიმართებაში, ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტების შეფასება იხრება იქითკენ, რომ ევროპა ამისთვის მზად არ არის, თუმცა ისინი ამ შეფასებაში ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, ჩემი დაკვირვებით, არ არიან.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ალბათ ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება, სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის გამო. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად მოახერხებენ ევროპის ქვეყნები დააკომპენსირონ აშშ-ის როლი თუ იგი საერთოდ შეწყვეტს უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და ასევე სტარლინკის შესაძლებლობების გაზიარებას

გარდა ამისა, აშშ-ის პოზიცია უკრაინის მიმართ შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს, შუალედური არჩვენების კონტექსტში ან მისი შედეგებიდან გამომდინარე. ამასთან, ჩვენ ტრამპის მხრიდანაც არაერთხელ გვინახავს პოზიციის ცვლილება, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში. გვინახავს ისიც, თუ როგორ მოახერხა ოფიციალურმა კიევმა არაერთი კრიზისის დაძლევა და ვითარება ან დაასტაბილურა ან მისთვის უკეთესობისკენ გადახარა.

აშშ-ის პოზიცია უკრაინის მიმართ შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. გვინახავს ისიც, თუ როგორ მოახერხა ოფიციალურმა კიევმა არაერთი კრიზისის დაძლევა და ვითარება ან დაასტაბილურა ან მისთვის უკეთესობისკენ გადახარა

ამიტომ იმის თქმა, რომ უპრეცედენტო ზეწოლის პირობებშიც კი უკრაინა შეწყვეტს წინააღმდეგობას ჩემი აზრით ამ ეტაპზე გადაჭარბებულია. თავის მხრივ, დე ფაქტო მდგომარეობით ომის შეწყვეტას არ აპირებს მოსკოვიც, რომელსაც ამისთვის არაერთი მოთხოვნა აქვს. მათ შორის არის კონკრეტული მოთხოვნებიც, ისეთი როგორიცაა დონბასის სრული ოკუპაცია და აბსტრაქტულიც, ისეთი როგორიც არის მოსკოვის გადასახედიდან ამ ომის „ძირეული საფუძვლების აღმოფხვრა”.

იმის თქმა, რომ უპრეცედენტო ზეწოლის პირობებშიც კი უკრაინა შეწყვეტს წინააღმდეგობას ჩემი აზრით ამ ეტაპზე გადაჭარბებულია

ეს ძირეული საფუძვლები კი თავის თავში უამრავ რამეს მოიცავს. მათ შორის, ჩემი აზრით, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში „ოფიციალურ“ გადასვლასაც.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მოსკოვიც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება. ომი რუსეთის ტერიტორიაზეც გადასულია საკმაოდ დიდი მასშტაბით, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება. რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტის ხაზზე, მაშინ როცა წინსვლა ფაქტიურად ვერ ხერხდება და მთელ რიგ შემთხვევებში უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევით ოპერაციებს ახორციელებს. პრობლემებია მობილიზაციის მხრივაც.

მძიმდება რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაც. ამიტომ, რეალურად აქ იმდენად რთული და კომპლექსური ვითარებაა და იმდენი ცვლადია, რომ ჩემთვის რთული სათქმელია თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ მე ისევე როგორც დასაწყისში ბუნებრივია უკრაინის გამარჯვებას ვგულშემატკივრობ და ამის მჯერა კიდეც.

მძიმდება რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაც. ამიტომ, რეალურად აქ იმდენად რთული და კომპლექსური ვითარებაა და იმდენი ცვლადია, რომ ჩემთვის რთული სათქმელია თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ მე ისევე როგორც დასაწყისში ბუნებრივია უკრაინის გამარჯვებას ვგულშემატკივრობ და ამის მჯერა კიდეც

- ზელენსკის განცხადებას, რომ „უკრაინა მზადაა ჩაატაროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები, თუ რუსები 60 დღე შეწყვეტენ უკრაინის მისამართით სროლებს.

ამ განცხადებას მყისიარეად გამოეხმაურა პუტინის პრესმნივანი პესკოვი - „კიევს 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნების სასატარებლად, არამედ, ძალების მოსაკრებად და ომის გასაგრძელებლად სჭირდება“.

მისივე მტკიცებით, „რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს მხოლოდ არჩევნების დღეს შეწყვეტს“.

ეს კი იმას ნიშნავს რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დაბომბვას. არც ეს განცხადება უნდა ყოფილიყო შემთხვევითი. ტრამპმა წელიწად ნახევარია ვერ აიძულა პუტინი უარი თქვას უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე. ახლა კი ისეთი ჟივილ-ხივილია რუსეთში, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა კვლავ დაწუყეს“ მტკიცება“ რომ „შეუძლიათ გაიმეორონ“. იგუსიხმება ბერილის, ვარშავის და ევროპის სხვა დედაქალაქების დაბომბვა. ან ბალტიის ქვეყნებზე დარტყბების განხორციელება.

რამდენად საფუძლიანია რუსების მუქარები?

- რუსების მუქარები უსაფუძვლოა უკრაინის ომში მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს მათ გარკვეული საფუძველიც გააჩნიათ. მათ შორის მე ორს გამოვყოფდი:

  1. სწორედ უკრაინის ომში არსებულმა უკიდურესად რთულმა ვითარებამ შეიძლება აიძულოს მოსკოვი, რომ საომარი მოქმედებები ევროპის სხვა ქვეყნებში გადაიტანოს, რათა მოახდინოს ესკალაცია შემდგომი დეესკალაციისთვის, ოღონდ მისთვის უკეთესი პირობებით და უკრაინის ომის არასასურველი შედეგებიც ქვეყნის შიგნით ამით გაამართლოს;

სწორედ უკრაინის ომში არსებულმა უკიდურესად რთულმა ვითარებამ შეიძლება აიძულოს მოსკოვი, რომ საომარი მოქმედებები ევროპის სხვა ქვეყნებში გადაიტანოს, რათა მოახდინოს ესკალაცია შემდგომი დეესკალაციისთვის, ოღონდ მისთვის უკეთესი პირობებით და უკრაინის ომის არასასურველი შედეგებიც ქვეყნის შიგნით ამით გაამართლოს

  1. მართალია ოფიციალური მოსკოვი დღენიადაგ ნატოზე, როგორც საფრთხეზე აპელირებს, მაგრამ ეს მისი პროპაგანდაა. რეალურად, მოსკოვს ნატოს სიძლიერის და ერთიანობის არ სჯერა, მით უმეტეს აშშ-ი ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობისა და მისი საგარეო პოლიტიკის პირობებში.

ოფიციალური მოსკოვი დღენიადაგ ნატოზე, როგორც საფრთხეზე აპელირებს, მაგრამ ეს მისი პროპაგანდაა. რეალურად, მოსკოვს ნატოს სიძლიერის და ერთიანობის არ სჯერა, მით უმეტეს აშშ-ი ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობისა და მისი საგარეო პოლიტიკის პირობებში

- ამ თემებზე გერმანიის კანცლერმა მერცმა განაცხადა, რომ იგი წინაააღმდეგია რუსებმა აშშ-ს დიზელი მიაწოდოს“.

უკრაინა -მერცი და ევროპა

„ევროპისთვის ასეთი გაადწყვეტილება მიუღებელია. მერცმა გამოთქვა მოსაზრება იმაზე რომ „რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებზე მხოლოდ სერიოზული ზეწოლის შემთხვევაში წავა.“

მერცმა ასევე აღნიშნა - „ტრაპი ომის დაასრულებს მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე“. ეს ის ვადაა, როდემდეც სურს პუტინ უკრაინა-რუსეთის ომის წარმობა. რჩება შთაბეჭდილება ტრამპის კრემლის დღის წესრიგით მოქმდებს.

საუბარია იმ დღის წესრიგზე, რომელიც „ამერიკული დიპლომატიის პატრიაქმა, „რესპუბლიკელმა“ ჰენრი კისიჯერმა თანაპარტიელებს, მათ შორის ტრამპს დაუბარა - ითანამშრომლეთ რუსებთან“.

იმ მოცემულობაში როცა რუსეთს არ შშეუძლია ბრძოლის ველზე დონბასის დაპყრობა და რუსეთს 2027 წლის ბიუჯეტში პრობლემები აქვს, რაც მისი მხრიდან ომის წარმოებას გაართულებს, რას შიძლება ნიშნავდეს რუსეთისთვის მხარდამჭერად ტრამპის გამოჩენა.

- ჩემი აზრით ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც მოსკოვი ბრძოლის ველზე ვერ აღწევს ახლა შეუძლია ტრამპის ადმინისტრაციის დახმარებით პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ზეწოლის შედეგად მიაღწიოს.

უფრო სწორად ამის მცდელობას ნიშნავს და არა იმას, რომ ასეთი რამ გარდაუვალია.

- ყველაფრრს ამის ფონზე მოხდა ის, რაც ასევე მოლალოდნელი იყო. ვითარებაში, როცა ოფიციალურმა თბილისს უარი აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებზე. თუ ხელისუფლების წარმომადგენლების პირველი პირების ამ თემაზე გავიხსენებთ, „ქართული ოცნება“ ევროკავშირისკენ მოძრაობას, მაშინ დაიწყებს, როცო არჩევნებში გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოვა.

ეს ეხება ასევე საფრნგეთში ლეპენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჩვებას. შეხასცენებთ იმასაც რო მარი ლეპენისთვის ამხ პუტინის დავალებით რუსულ ბანკს 200 მილიონი ევრო აქვს აღებული.

რუსეთმა საქართველოსთვის დააწესა ემბარგო. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ - „ვარკვევთო“. სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა - „რამდენიმე კამპანიის მიმართ აქვთ პრეტენზიებიო“. ამის ფონზე მოსკოვთან ერთად სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებები ითხოვენ შეთანხმების ხელმოწერას, რაც ავტომატურად ოფიციალური თბილისისაგან ამ რეგიონების აღიარებას მოითხოვს.

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ამ აღიარებულ „რესპუბლიკებთან“ სადემარკაციო საზღვის დადგენას. ცხადია, რომ მოსკოვის ეს განცხადებები რუსეთის მიერ თბილისთან შანტაჟის ენის საუბრის საწყებას ნიშნავს.

მიუხედავად იმისა რომ საქართველო რუსეთიდან ემბარგოს მიჩვეულია, მაინც ისმის კითხვა - სავარაუდოდ, რატომ გადადგა რუსეთნა საქართვლოსთან მიმათებაში ეს ნაბიჯები?

ანუ რატომ ახლაზე, მეტ-ნაკლებად გასაგები პასუხი როგორი შეიძლება იყოს?

- ჩემი აზით მოსკოვი „ორი კურდღლის“ დაჭერას გეგმავს. პირველი, ისე დაასუსტოს „ქართული ოცნება,“ რომ მას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ყველანაირ დათმობებზე, მათ შორის, ამ ტერიტორიების ფაქტობრივ აღიარებაზე წასვლა აიძულოს.

მოსკოვი „ორი კურდღლის“ დაჭერას გეგმავს. პირველი, ისე დაასუსტოს „ქართული ოცნება,“ რომ მას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ყველანაირ დათმობებზე, მათ შორის, ამ ტერიტორიების ფაქტობრივ აღიარებაზე წასვლა აიძულოს

მეორე, მისთვის კიდევ უფრო მეტად სასარგებლოდ შეცვალოს საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი, სადაც „ქართული ოცნება“ არა მთავარი, არამედ რიგითი პრო-რუსული პოლიტიკის გამტარებელი ძალა გახდება.

ხოლო პოლიტიკაში უფრო დომინანტი ისეთი პოლიტიკური ძალები გახდებიან, რომლებიც მოსკოვთან კიდევ უფრო მეტზე, მათ შორის პირობითად სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებაზეც წავლენ.

უკიდურესად დასუსტებულია პროდასავლური ოპოზიცია, ხოლო ე.წ. პრო-რუსული აქტორების აქტივობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში აშკარად სულ უფრო თვალშისაცემია

არ ვიცი რამდენად სწორია მოსკოვის ასეთი გათვლა, მაგრამ მისი რეალიზებისთვის საკმაოდ მყარი საფუძველი სამწუხაროდ ნამდვილად არსებობს. კერძოდ, „ქართული ოცნება,“ როგორც უკვე არაერთხელ ვახსენეთ უკიდურესად დასუსტებულია რუსეთთან მიმართებაში და თანაც მას შიდა და საგარეო განზომილებაში არაერთი კრიზისი და გამოწვევა აქვს, რომლის მენეჯმენტის არც რესურსი და არც კომპეტენცია არ გააჩნია.

„ქართული ოცნება,“ უკიდურესად დასუსტებულია რუსეთთან მიმართებაში და თანაც მას შიდა და საგარეო განზომილებაში არაერთი კრიზისი და გამოწვევა აქვს, რომლის მენეჯმენტის არც რესურსი და არც კომპეტენცია არ გააჩნია

უკიდურესად დასუსტებულია პროდასავლური ოპოზიცია, ხოლო ე.წ. პრო-რუსული აქტორების აქტივობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში აშკარად სულ უფრო თვალშისაცემია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში