BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 48.4 ქულა შეადგინა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, სექტორებს შორის, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც ყველაზე პოზიტიურად შეფასდა.

„გამოკითხულ კომპანიებს დადებითი მოლოდინი აქვთ, ასევე, დასაქმების მიმართულებით. დასაქმების ბარომეტრმა 32.9 ქულა შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ასევე, აღსანიშნავია კომპანიების გეგმები დასაქმებულთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გამოკითხულთა 30% მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდას პროგნოზირებს.

2026 წლის III კვარტალში ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია. საგულისხმოა, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გამწვავდა სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემაც.

აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, ზემოხსენებული სამივე ფაქტორი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს პრობლემას.

ამასთან, მესამე კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 50%-მა ისაუბრა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

კვლევის ფარგლებში, I კვარტლის მსგავსად, საანგარიშო კვარტალშიც შეფასდა კომპანიების საინვესტიციო გეგმები 2026 წლისთვის. გამოკითხულთა 68% 2026 წელს ჯამური საინვესტიციო მოცულობის გაზრდას გეგმავს, რომელიც უმეტესად აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების შესაძენად იქნება მიმართული”, - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა