პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი დაიბადა 1976 წლის 26 იანვარს.

უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში.

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს - სამართლის დოქტორის ხარისხი.

2021 წლის 29 დეკემბერს შალვა პაპუაშვილი აირჩიეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ.

2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად.

2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ;

ხოლო 2021 წლის 31 მარტს - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.

არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2021 წლის 16 იანვრიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2021 წლის 27 მარტიდან - პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი.

2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას.

2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შალვა პაპუაშვილი არის სამართლის სფეროში ნაშრომების ავტორი. მათ შორის:

  • კაზუსების კრებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილზე (თანაავტორი)
  • გერმანულ-ქართულ-გერმანული იურიდიული ლექსიკონი (თანაავტორი)
  • სამოქალაქო პროცესში კასაციის დასაშვებობის ახალი საფუძვლები
  • სამართლის განვითარება სამოსამართლო სამართლის მეშვეობით
  • სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
გიორგი გახარია
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი - მკაცრად ვგმობთ ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს - გამოვდივართ ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით
შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს
სალომე სამადაშვილი - ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი - პაპუაშვილი საქართველოში და მეორე - კალუგინი მოსკოვში, ერთი გზავნილით ორივემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს
ხატია დეკანოიძე - დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს სანქციები დაუწესდეთ - საქართველოს მეგობრებთან ერთად ვიბრძვით, რათა ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ პასუხი აგოს
შალვა პაპუაშვილი - რა თანხებით დადიან და ვინ აფინანსებს საია-ს და ბაია პატარაიას? - მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა კონკრეტული ანტიქართული აქცია, როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს!
შალვა პაპუაშვილი - ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს ამას მამა ბურჭულაძეს - სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე - დებატობენ ისინი, ვის ხელშიც ოპოზიციური პარტიები იარაღია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში - „იუკნევიჩიანები“ და მსგავსი უცხო ძალები, რომლებიც იყენებენ და ფარულად აფინანსებენ პარტიებს
შალვა პაპუაშვილი - ქალბატონ კოსს შეუძლია, ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ გაიმეოროს, მაგრამ ჯობია, იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო!
შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას - საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ დესტაბილიზაცია მოეხდინა
შალვა პაპუაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით ინფორმაციაზე - ეს არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ - საქმე გვაქვს იგივე სექტასთან, რომლისთვისაც მთავარი ზიზღის გადმოფრქვევაა და ამისთვის ნებისმიერ საკითხს იგონებს და იჯერებს
შალვა პაპუაშვილი - ზოდელავასა და სხვებზე როცა ვსაუბრობთ, რომელთაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს და ინანიებენ, მათი უნამუსობით არიან ადამიანები ციხეში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით - ერთადერთი, რაშიც მართლა გვისწრებს მოლდოვა, ეს არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები
შალვა პაპუაშვილი - როცა გარე აქტორები ცდილობენ გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე და გვერდი აუარონ მის ინსტიტუტებს, ეს საერთაშორისო სამართლის უმთავრესი პრინციპის - სახელმწიფოთა სუვერენიტეტის - დარღვევაა
შალვა პაპუაშვილი - უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს - საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა არის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეები ვნახოთ
ლელა ჯეჯელავა - თუ „ოცნების“ სტრატეგია მრავალპოლუსიანი მსოფლიოა, ინდოეთში მაინც წასულიყო ან ისევ ჩინეთში წავიდნენ - არ მესმის, ტანზანიაში ვიზიტისთვის ბიუჯეტის ფული რატომ უნდა იხარჯებოდეს, არ ვიცი, რას ვეძებთ ტანზანიაში
ნინო წილოსანი - ბევრი ითმინა ზურაბ ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ტანზანიაში გაემგზავრა
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე