ზვიად შალამბერიძე - პროტესტი ინერციით გრძელდება, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ სწორი შეფასება მისცა, როცა „სექტად“ მოიხსენია - გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან ასეთი პროტესტის გაგრძელებას აზრი არ აქვს

ეს არის ინერციით გაგრძელებული პროტესტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ სწორი შეფასება გაუკეთა და ერთგვარ სექტად მოიხსენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა თავიანთი საქციელი უნდა გადააფასონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან ასეთი პროტესტის გაგრძელებას ნამდვილად აღარ აქვს აზრი.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროტესტმა, დიდი ხანია, თავისი შინაარსი და მიზანი დაკარგა. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებიც დღევანდელ დღეს კიდევ ცდილობენ პროტესტი გააგრძელონ, ნამდვილად არ იციან, რა ემსახურებოდა თავიდან და რას ემსახურება ახლა. ეს არის ინერციით გაგრძელებული პროტესტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ სწორი შეფასება გაუკეთა და ერთგვარ სექტად მოიხსენია. რა თქმა უნდა, არ არის მისასალმებელი, როდესაც პროტესტი, რომელშიც გულანთებული ადამიანები მონაწილეობდნენ და თავიანთ სურვილებს ღიად გამოხატავდნენ, სექტის სახით მივიღეთ. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა ეს სწორად უნდა შეაფასონ, თავიანთი საქციელი გადააფასონ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ, იმიტომ რომ ასეთი პროტესტის გაგრძელებას ნამდვილად აღარ აქვს აზრი,“ - განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით, დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად გარდაიქმნა და მივიღეთ რიტუალების, სიმბოლოების მქონე აგრესიული სექტა.

მისივე განცხადებით, ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი - მრწამსი, რეზოლუციები - მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი.

პაპუაშვილი ასევე წერს, რომ როცა პოლიტიკური მოძრაობა კონკრეტული შედეგით საკუთარ არსებობას ვეღარ ამართლებს, ის ხშირად ირჩევს გზას, სადაც გაგრძელება თავად ცხადდება წარმატებად, ხოლო ფორმა შინაარსისგან იცლება და თვითმიზანი ხდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა