ლევან მაჭავარიანი - ჩვენ უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ აქციაზე, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი - ემოციურად დაზიანებულ ადამიანებს გარე ძალები იყენებენ

ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი - როდესაც რუსთაველზე გაივლი, დაინახავ, რომ 20-25 ადამიანი დგას, სამწუხაროდ, ისინი უცხო ძალებს აყენებინებენ საკუთარ თავს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, “ემოციურად დაზიანებულ ადამიანებს” გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში “ჰედლაინები” ჰქონდეთ, თითქოს, საქართველოში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

“რთულია, რომ ბატონ პაპუაშვილს არ დავეთანხმო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკიდურესად არასასიამოვნოდ განვითარდა და მართლა რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი. რაღაც საშინელება, სამარცხვინო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ემოციურად დაზიანებული ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოვლენ და მიხვდებიან, რომ მათ გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში რაღაც ჰედლაინები ჰქონდეთ, თითქოს, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. როდესაც ადამიანი რუსთაველზე გაივლი, დაინახავ რომ 20-25 ადამიანი დგას. სამწუხაროდ, უცხო ძალებს ასე აყენებინებენ საკუთარ თავს და მართლა ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ყველაფერს ისინი გააცნობიერებენ,” - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით, დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად გარდაიქმნა და მივიღეთ რიტუალების, სიმბოლოების მქონე აგრესიული სექტა.

მისივე განცხადებით, ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი - მრწამსი, რეზოლუციები - მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი.

პაპუაშვილი ასევე წერს, რომ როცა პოლიტიკური მოძრაობა კონკრეტული შედეგით საკუთარ არსებობას ვეღარ ამართლებს, ის ხშირად ირჩევს გზას, სადაც გაგრძელება თავად ცხადდება წარმატებად, ხოლო ფორმა შინაარსისგან იცლება და თვითმიზანი ხდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა