ნიკოლოზ ვაშაკიძე - 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულება, უმძიმეს დანაშაულად მიმაჩნია და მოვა დრო, ამას შესაბამისი შეფასება მიეცემა, ვაი იმათ, ვინც ამას დღეს ვერ აცნობიერებს ან აცნობიერებს და მაინც აკეთებს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
- ბატონო ნიკოლოზ, რადგან საშინაო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესი, მოდით, მსჯელობა ამ თემით დავიწყოთ.
ამ თემაზე უამრავი შეფასება და კომენტარი მოვისმინეთ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ისე მათი ოპონენტებისაგან. როგორც ბევრი ამტკიცებს, მმართველ გუნდს გადაწყვეტილი აქვს ბოლო არჩევნებზე ბარიერგადალახული პარტიების გაუქმება.
თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, იმას, რაც ამ პროცესს უკავშირდება და იმ სავარაუდო შედეგს, რომელიც პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით შესაძლოა, იქნას მიღებული?
- ვერ გეტყვით, რომ ამ სასამართლო პროცესს ყურედღებით და დეტალურად ვადევნებ თვალს, არ მსიამოვნებს, რადგან შედეგი წინასწარ გადაწყვეტილია და ამას ცალკეული მოსამართლეების ‘მიკროგადახრები” ვერ შეცვლის.
რაც შეეხება 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულებას, ეს უმძიმეს დანაშაულად მიმაჩნია და, მოვა დრო, ამას შესაბამისი შეფასება მიეცემა. ვაი იმათ, ვინც ამას დღეს ვერ აცნობიერებს ან აცნობიერებს და მაინც აკეთებს.
რეაქცია მკვეთრად ნეგატიური იქნება და ის სიტყვიერი შეფასებებით არ შემოიფარგლება. ალბათ ახალ სანქციებს უნდა ველოდოთ, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მისამართით
- რადგან დამკვირვებელთა უმეტესობა დარწმუნებულია რომ პარტიების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს როგორიც „ქართულ ოცნებას“ უნდა, ალბათ, უპრიანიც კია იმაზე ვიფიქროთ, როგორი პოლიტიკური რეალობა იქნება ამის შემდეგ საქართველოში.
სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნება ბრიუსელსა და ვაშინგტონს პარტიების გაუქმებაზე და თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საშინაო პოლიტიკაში რა სურათი შეიძლება მივიღოთ?
- ცხადია, რეაქცია მკვეთრად ნეგატიური იქნება და ის სიტყვიერი შეფასებებით არ შემოიფარგლება. ალბათ ახალ სანქციებს უნდა ველოდოთ, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მისამართით.
რაც შეეხება საქართველოს შიდა განვითარებებს, ვფიქრობ, “ოცნების” ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესებს რომ დავანებოთ თავი, მისივე ვიწრო ინტერესების თვალსაზრისით მძიმე შეცდომას უშვებს. არსებულ პოლიტიკურ კონფიგურაციაში, დღეს მოქმედი პოლიტიკური და ოპოზიციური სპექტრის პირობებში, „ქართული ოცნება“ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს და, მართალია, მძიმე დარღვევებით, მაგრამ არჩევნებს არჩევნებზე იგებდა.
ყველას ესმის, რომ ახლა უკვე ბრალდება წაყენებულმა პირებმა ეს მძიმე ნაბიჯი თავიანთი ინიციატივით არ გადადგეს. გასაგებია, რომ მათ შესაბამისი დაკვეთა მიიღეს. თუმცა, პროცესი იმდენად სკანდალური გამოდგა, რომ ახლა პროკურატურას უწევს იმის გაკეთება, რასაც ვხედავთ
ეს ყველაფერთან ერთად იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც ძალზედ დაბალი ავტორიტეტით სარგებლობს მოსახლეობაში და ამ პირობებში ადმინისტრაციული რესურსი ყოველ ჯერზე გადამწყეტ სიტყვას ამბობდა.
ხელისუფლებით დიდი უკმაყოფილების ფონზე პოლიტიკურ სივრცეში ვაკუუმის შექმნა შეიძლება დიდი სიურპრიზების შემცველი გამოდგეს, რადგან ბუნება სიცარიელის ვერ იტანს და ეს ვაკუუმი შეიძლება მოულოდნელი სცენარით შეივსოს.
- თქვენთან სასაუბროდ, ყოველთვის საგარეო პოლიტიკის თემებს ვარჩევ ხოლმე, რადგან ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ და საკმაოდ კარგად იცნობთ, მაგრამ, გასულ კვირას ჩვენს საშინაო პოლიტიკაში მოხდა ფაქტი, რომელზეც გვერდის ავლდა შეუძლებელია.
პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა.
ვერაფერს იტყვი, სამწუხაროდ, მრავლისმეტყველი ფაქტია. ძნელია იმის თქმა, რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ამ ცნობას, მაგრამ, თქვენ როგორ შეაფასებდით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ, მომხდარი რას შეიძლება ნიშნავდეს სავარაუდოდ, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ გახმაურებულ ფაქტს?
- მგონი ყველას ესმის, რომ ახლა უკვე ბრალდება წაყენებულმა პირებმა ეს მძიმე ნაბიჯი თავიანთი ინიციატივით არ გადადგეს. გასაგებია, რომ მათ შესაბამისი დაკვეთა მიიღეს. თუმცა, პროცესი იმდენად სკანდალური გამოდგა, რომ ახლა პროკურატურას უწევს იმის გაკეთება, რასაც ვხედავთ.
ზოგადად, ცხადია, ქვეყანაში ეს გამოიწვევს შემსრულებლების დამკვეთების მიმართ ნდობის კრიზისს და საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, მას შეიძლება მართვაში სერიოზული პრობლემები შეექმნას.
ალბათობა იმისა, რომ ხანმოკლე მშვიდობის მერე რუსეთი ისევ განაახლებს ომს ძალზედ დიდია და მომგებიანი სამხედრო სტრატეგიული კონფიგურაცია ამ ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის. ვერანაირი ხელშეკრულება აქ საიმედო გარანტიად ვე გამოდგება. რუსეთს მხოლოდ მყარი, ხელშესახები, უმეტესწილად ფიზიკური ფაქტორები თუ შეაჩერებს
- რადგან, უკრაინა-რუსეთის ომი საერთაშორისო პოლიტიკის ერთ ერთი მთავარი საკითხია, რომლის შედეგზე ბევრი რამაა დამოკიდებული, საუბარი აშშ-ს მცდელობებით შედგეს უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება და დასრულდეს ომი., უნდა გავაგრძელოთ.
აშშ-ს ინიციატივით გამართულმა შეხვედრამ აბუ-დაბიში, შემდეგ ტრამპის წარმომადგენლების ვიზიტმა პუტინთან, შემდეგ ზელენსკისთან, აჩვენა, რომ პუტინი კვლავ ითხოვს დონბასზე კონტროლის აღდგენას.
რუსი პოლიტოლოგი ვლადიმერ პასტუხოვის აზრით, უკრაინაში ომის დაწყებისას პუტინის მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ დონბასზე კონტროლის დამყარება. ამგვარი მტკიცება ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპი დარწმუნებულია პუტინს უკრაინაზე კონტროლის დამყარება უნდა.
მისივე მტკიცებით, პუტინის მიზანია ევროპაში რუსეთის კრემლის პირობებით დაბრუნება. მანამდე „კოლექტიურ დასავლეთთან“ საქმის გარჩევა და მათზე გამარჯვება. მაგრამ, ევროპასთან პირდაპირი დაპირისპირება კრემლს არ აწყობს, რადგან ევროპისა და მისი რესურსების შედარებაც კი არ შეიძლება.
აქამდე მას ამაში ტრამპი ეხმარებოდა, ცოტა ხანში ტრამპს ამის საშუალება არ ექნება.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში ტრამპის ქმედებებს?
3 იანვრის შემდეგ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები აშშ-ში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-ში სიტუაცია უკრაინის სასარგებლო შეიცვალოს?
- დონბასის მთლიანად დათმობა ნიშნავს რუსეთისთვის ისეთი სტრატეგიული პლაცდარმების გადაცემას, საიდანაც მას ომის განახლების შემთხვევაში ძალზედ გაუადვილდება სამხედრო წარმატების მიღწევა. ამდენად, უკრაინის მხრიდან, იმ პირობებში, როცა რუსეთმა მრავალწიანი ძალისხმევისა და უდიდესი მსხვერპლის მიუხედავად, ეს ვერ შეძლო, ამ ტერიტორიების დათმობა აბსურდული და გაუგებარი ნაბიჯი იქნებოდა.
ალბათობა იმისა, რომ ხანმოკლე მშვიდობის მერე რუსეთი ისევ განაახლებს ომს ძალზედ დიდია და მომგებიანი სამხედრო სტრატეგიული კონფიგურაცია ამ ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის. ვერანაირი ხელშეკრულება აქ საიმედო გარანტიად ვე გამოდგება. რუსეთს მხოლოდ მყარი, ხელშესახები, უმეტესწილად ფიზიკური ფაქტორები თუ შეაჩერებს.
პუტინმა ისეთ მდგომარეობაში შეიყვანა საკუთარი რეჟიმი, რომ მას აწი მხოლოდ პერმანენტული ომის პირობებში არსებობა შეუძლია. ამდენად, ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება მისთვის მხოლოდ ტაქტიკური შესვენება იყოს ძალების მოსაკრებად და აგრესიის განსაახლებლად, სავსებით გამართლებულია
რაც შეეხება აშშ-ს ფაქტორს - მართალია, კონსტიტუციურად პრეზიდენტის დისკრეცია საგარეო პოლიტიკის ნაწილში შუალედურ არჩევნებში მარცხის შემდეგაც თითქმის იგივე რჩება, მაგრამ ამ რეალობას მხოლოდ ვიწრო იურიდიული კუთხით არ უნდა შევხედოთ.
ახალ წარმომადგენელთა პალატას და სენატს, თუ მონდომეს, არჩევნების შედეგად დასუსტებულ პრეზიდენტზე საგარეო პოლიტიკაშიც ზეწოლის სერიოზული ბერკეტები ექნებათ.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხში რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება და მისთვის უკრაინის ჩაბარება სულაც არ იქნება უკრაინაში ომის დასასრული.
საინტერესო იყო ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, უკრაინის ყოფილი სარდლისა და გენერლის ზალუჟნის მიერ გაკეთებული განცხადება.
მასში ნათქვამია - „დღევანდელ რეალობაში აღარაა საუბარი იმაზე, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ომის დაწყების ორგანიზატორები სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ. ტრიბუნალის ნაცვლად მათ სთავაზობენ მომგებიან გარიგებებს. ცდილობენ გაიმეორონ ის, რაც მოხდა 1938 წლის 30 ოქტომბერს მიუნხენში. უკრაინაზე ახდენენ ზეწოლას რომ უკრაინას კი არ გადასცენ ომის დამნაშავეები, არამედ, უკრაინამ რუსეთს გადასცეს ტერიტორიები“.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, „იალტა -2-მდე“, რაზეც დიდი ხანია რუსული დიპლომატია ოცნებობს, მოხდეს „მიუნხენ-2“-ის მსგავსი გარიგება - 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების მსგავსად, რომელმაც შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია?
- პუტინმა ისეთ მდგომარეობაში შეიყვანა საკუთარი რეჟიმი, რომ მას აწი მხოლოდ პერმანენტული ომის პირობებში არსებობა შეუძლია. ამდენად, ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება მისთვის მხოლოდ ტაქტიკური შესვენება იყოს ძალების მოსაკრებად და აგრესიის განსაახლებლად, სავსებით გამართლებულია.
და, ცხადია, ამ თვალსაზრისით საფრთხის ქვეშ მხოლოდ უკრაინა როდი იმყოფება. ზოგადად ევროპა და პირველ რიგში აღმოსავლეთ ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ მიუხედავად მრავალწლიანი რიტორიკისა, უამრავი ინსტიტუციის ჩამოყალიბებისა და ა.შ. ევროპა ვერ გახდა ერთიანი და კონსოლიდირებული, მტკიცე ნების გამტარებელი, პირველ რიგში, საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკაში.
დღეს მაინც ევროპა გაცილებით უფრო მტკიცე და კონსოლიდირებულია რუსეთის აგრესიის წინაშე, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ყოველთვის გაქვს გრძნობა და გამართლებული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ გადამწყეტ მომენტში ევროპელები დაუშვებელ და საშიშ კომპრომისზე წამსვლელები არიან
ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ ევროპის, როგორც ერთიანი მთლიანის, ჰომოგენური და განუყოფელი უსაფრთხოების აღქმა. იგივე რუსეთის საფრთხე ძალიან განსხვავებულად აღიქმება, მაგალითად, კარპატებში, სკანდინავიაში და ბალკანეთზე, ვიდრე პირინეებში თუ იბერიის ნახევარკუნძულზე.
ევროპაში სწორედ ამგვარი ერთიანობის არარსებობა არის პუტინის მთავარი მოკავშირე მისი პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გატარებისას. ეს რეალობა საბოლოო ჯამში ისეთი პოლიტიკის სახეს იძენს, რომელზეც ასეთი წუხილით საუბრობდა ზალუჟნი.
მართალია, დღეს მაინც ევროპა გაცილებით უფრო მტკიცე და კონსოლიდირებულია რუსეთის აგრესიის წინაშე, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ყოველთვის გაქვს გრძნობა და გამართლებული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ გადამწყეტ მომენტში ევროპელები დაუშვებელ და საშიშ კომპრომისზე წამსვლელები არიან.
ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ მართლაც, მოვლენებმა უკვე ისეთი სიღრმე და მასშტაბი შეიძინეს, რომ უკრაინაში მომდინარე ომის ბედი შეიძლება მხოლოდ ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში გადწყდეს. და აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვისთან მოხდება დალაგება - პუტინის რუსეთთან, თუ პოსტპუტინისტურ რუსეთთან.
თავისთავად ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, ოღონდ ეს არ უნდა განიხილებოდეს როგორც დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ერთგვარი ალტერნატივა და არ უნდა ხდებოდეს ამ ტრადიციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ხარჯზე
პირველ შემთხვევაში ჩვენ მართლა შეიძლება რაღაც ახალი მიუნჰენის მსგავსი რამ მივიღოთ, რომელყ ყალბ, მყიფე და ფეთქებადსაშიშ კონფიგურაციასთან მიგვიყვანს. თუ დასავლეთი მტკიცე და თანმიმდევრული გამოდგა და შეძლო ისეთი რეალობის მიღწევას, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე დიდი შეთანხმება უპუტინო რუსეთის ჩართულობით შედგეს, მაშინ არის შანსი ევროპაში შეიქმნას გრძელვადიანი და მყარი უსაფრთხოების სისტემა.
- ვხედავთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გამო უდიდესი ცვლილებებია მომხდარი საერთაშორისო პოლიტიკაში, ჩვენს სამეზობლოში.
მაშინ როცა, საქართველოს საკმაოდ გართულებული ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, ჩვენი მეზობელი სომხეთი ევროპული მიმართულებით საკმაოდ
საქმეში ჩახედული ეკონომისტების თქმით, საქართველოს „თავისი დანაზოგების“ ნაწილი ჩინურ ბანკში გადააქვს კარგა ხანია. ღრმავდება ჩინეთთან კავშირ ურთიერთობები, რისი გამოხატულებაც იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ამასწინადელი ვიზიტი.
იმ პროცესების ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს საგარეო პოლიტიკას და იმ მოძრაობებს, რომელსაც საგარეო ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს?
- თავისთავად ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, ოღონდ ეს არ უნდა განიხილებოდეს როგორც დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ერთგვარი ალტერნატივა და არ უნდა ხდებოდეს ამ ტრადიციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ხარჯზე.
ჩინეთისთვისაც და ცენტრალური აზიისთვისაც საქართველო, როგორც პარტნიორი, გაცილებით უფრო საინტერესოა მაშინ, როცა მას დალაგებული აქვს თანამშრომლობა დასავლეთთან და ევროპასთან, ვიდრე მაშინ, როცა ის მათთან ისეთ კონფრონტაციაში იმყოფება, როგორც ახლა
მეტსაც გეტყვით, ჩინეთისთვისაც და ცენტრალური აზიისთვისაც საქართველო, როგორც პარტნიორი, გაცილებით უფრო საინტერესოა მაშინ, როცა მას დალაგებული აქვს თანამშრომლობა დასავლეთთან და ევროპასთან, ვიდრე მაშინ, როცა ის მათთან ისეთ კონფრონტაციაში იმყოფება, როგორც ახლა.
ძალიან სამწუხარო აქ ისაა, რომ საქართველოს ამგვარი არასახარბიელო საერთაშორისო პოზიცია არანაირად არ გამომდინარეობს მისი სტრატეგიული ინტერესებიდან. პრობლება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა მკვეთრ წინააღმდეგობაში შევიდა დასავლური სამყაროს დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან, მმართველი პოლიტიკური გუნდი კი ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნულ, სტრატეგიულ ინტერესებად გაასაღოს.
საქართველო არასდროს არ განიხილავდა და არ განიხილავს ამ წინადადაებას. იგივე მოსაზრებები ვრცელდება, ცხადია, ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე
სინამდვილეში კი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არაფერია აქვს საერთო “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებთან და სწორედ ამიტომ, რაც დრო გადის, მმართველი გუნდის რიტორიკა ამ საკითხებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად უცნაურად და ოდიოზურად გამოიყურება.
- მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი შენიშნავს რომ საქართველოს საგარეო ვექტორი უფრო რუსეთისკენაა გადახრილი, ვიდრე ევროპისკენ, მაგრამ, ამას ჩვენი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.
ფაქტი ისაა რომ მიუხედავად ამისა მოსკოვიდან მუდმივად გვესმის მოწოდებები სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე, ასევე იმის შესახებ რომ საქართველომ უნდა დაიწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დადგენისა და დემარკაციის პროცესი.
ეს მოთხოვნებია კვლავ გამეორებული ჟენევის ფორმატში გამართული რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებზე. რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლების მიერ ამ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებში ეს მოთხოვნები კვლავ გამეორებულია.
ეგ კი არა, ამას წინათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის ანალიტიკოსმა გიორგი გვიმრაძემ განაცხადა - „ოფიციალურმა თბილისმა 3 + 3 ფორმატში მონაწილე მხარეებს ამ ფორმატის გამართვის ადგილად თბილისი უნდა შესთავაზოს.“
თუ საგარეო კურსში ცვლილებები გვაქვს შეტანილი, ამის სანაცვლოდ საქართველო რუსეთისაგან რას იღებს, ან რა შეიძლება მიიღოს?
- რაც შეეხება სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნას, ეს ძალიან ძველი თემაა და მუდმივად ფიგურირებს ჟენევის ფორმატში, თუმცა, ეს მოთხოვნა ჟენევის ფორმატამდეც არსებობდა.
საკითხმა დიდწილად რიტორიკული ხასიათი შეიძინა, რადგან მის უკან მდგარი რეალური ტენდენცია განსხვავდება ოფიციალურისგან. სინამდვილეში, სოხუმსაც და ცხინვალსაც მყარი გარანტიები უკვე მიღებული აქვს ამ ტიპის ვალდებულების საქართველოს მხრიდან ცალმხრივად, ოფიციალურად დეკლარირების სახით და, რაც მთავარია, რუსეთის სამხედრო ფაქტორიდან გამომდინარე, რომელიც ფსევდოიურიდიულად უკანონო ხელშეკრულებებითაც არის გამყარებული.
ასე რომ, სინამდვილეში, ეს მოთხოვნა ემსახურება იმას, რომ თბილისმა მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ისე, რომ ამ დოკუმენტში ეს ტერიტორიები ფიგურირებდეს როგორც სახელმწიფოები, რაც იქნება საქართველოს მხრიდან მათი სუვერენიტეტის აღიარება.
სწორედ ამიტომ, საქართველო არასდროს არ განიხილავდა და არ განიხილავს ამ წინადადაებას. იგივე მოსაზრებები ვრცელდება, ცხადია, ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე.
თუ შორეულ პერსპექტივას შევხედავთ, მე არ გამოვრიცხავ საქართველოს მონაწილეობას, ცხადია, ზემოაღნიშნული დაბრკოლების მოხსნის აუცილებელი პირობის გათვალისწინებით
3+3 ფორმატთან დაგკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს ფორმატი ორი წელია უკვე გაყინულ მდგომარეობაში იმყოფება და მიუხედავად ლავროვის ამასწინანდელი მოწოდებისა, ახალი შეხვედრის ორგანიზების იდეა დანარჩენმა მონაწილეებმა დიდი ენთუზიაზმით არ მიიღეს.
ეს გამოწვეულია რთული მდგომარეობით რეგიონში და აქ მიმდინარე ახალი პროცესებით, პირვერ რიგში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელთა მონაწილეები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს ჯერჯერობით სხვა ფორმატებში არკვევენ და 3+3 ფორმატის მოზიდვა ამ ეტაპზე ზედმეტად მიაჩნიათ.
გარდა ამისა, მოუგვარებელია უთანხმოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმასთან დაკავშირებით თუ ვის უწევს რიგი ამ შეხვედრის მასპინძლობის კუთხით. ვფიქრობ, ფორმატის შეკრებას ირანის გარშემო არსებული რთული სიტუაციაც არ უწყობს ხელს.
საქართველომ თავის დროზე უარი განავხადა ამ ფორმატში მონაწილეობაზე, რადგან მასში მონაწილე რუსეთის მხარე არღვევს და არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის პოზიციის უცვლელობის ფონზე საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში იქნებოდა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ პოზიციიის ცვლილებას და ეს, ცხადია, კატეგორიულად მიუღებელია.
თუ შორეულ პერსპექტივას შევხედავთ, მე არ გამოვრიცხავ საქართველოს მონაწილეობას, ცხადია, ზემოაღნიშნული დაბრკოლების მოხსნის აუცილებელი პირობის გათვალისწინებით.
ოღონდ, ვფიქრობ 3 დიდი და ძლიერი სახელმწიფოს ფონზე, უპრიანი იქნება ჯერ სამმა სამხრეთ კავკასიურმა სახელმწიფომ აქტიურად აამოქმედოს ერთმანეთში კონსულტაციებისა და თანამშრომლობის ფორმატი და შემდგომ უკვე 3+3 ფორმატზე მაქსიმალურად კონსოლიდირებულიები წარდგნენ.
რაც შეეხება რუსული შავი ფულის მოძრაობას საქართველოში, დეტალებზე საუბარი არ შემიძ₾ია, რადგან დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ამგვარი იოლი შემოსავლები, როგორც წესი გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ საფრთხეს და პრობლემებს ქმნის.
- ამერიკელებთან პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრესაში გავრცელდა თემები რომელიც სამომავლო რუსულ გეგმებს უკავშირდება.
გარდა იმისა, რომ რუსებს უნდათ ფინეთი და შვედეთი გამოვიდნენ ნატოდან, ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში არ უნდა იყოს ნატოს სამხედრო ბაზები. უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში შესვლაზე, მაგრამ ევროკავშირში შესვლა შეეძლება.
გარდა ამისა საუბარია იმაზე რომ მოსკოვს უნდა მოლდოვა გახდეს ფედერალური სახელმწიფო და მასში დნესტრისპირეთის გარდა შევიდეს გაგაუზიის ავტონომიური ოლქი. საინტერესო ისაა, საქართველოს ფედერალიზაციისა თუ კონფედერაციის გეგმები კრემლს დიდი ხანია აქვს. ეს თბილისშიც იციან, სოხუმშიც და ცხინვალშიც.
მაგრამ, არ გვახსენდება შემთხვევა რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მოსკოვის გეგმები ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს გაეკრიტიკებინათ, ან შენიშვნები გამოეთქვათ.
სავარაუდოდ, რატომ ერთხელაც არ გამოუთქვამს ჩვენს ხელისუფლებას თავისი დამოკიდებულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში კრემლის გაცხადებულ გეგმებთან დაკავშირებით?
- ასეთი სტილი აქვს არჩეული “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დღიდან მისი ქვეყნის სათავეში მოსვლისა. მათ ურჩევნიათ საერთაშორისო არენაზე ღიად არ აკრიტიკონ რუსეთი და მასთან გარკვეული ტიპის საქმეები დახურულ და არაფორმალურ ფორმატებში აგვარონ.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაანონსდა პრემიერმინისტრთა სპეცწარმომადგენლების ფორმატის განახლება. ნიშანდობლივია, რომ ამ ჯერზე საქართველომ თავის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარადგინა, რასაც ადრე შეგნებულად არიდებდა თავს. ვნახოთ, აქედან რა გამოვა
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























