შალვა პაპუაშვილი - ფსევდორელიგიური სექტა რეზისტენტულია განსხვავებული აზრის მიმართ, ამის მაგალითია გიორგი გველესიანი, რომლის ინტერვიუსაც სექტის მხრიდან კრუნჩხვები მოჰყვა, რადგან რაღაც მათ „სალოცავს“ ეხები, რომელზეც არ შეიძლება კითხვებიც კი დაისვას

ფსევდორელიგიური სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება - გიორგი გველესიანმა ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, ევროკავშირთან დაკავშირებით რა არის უპირატესობები და რა - პრობლემური და ამას სექტის წარმომადგენლების კრუნჩხვები მოჰყვა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა დედაქალაქში მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქციების მონაწილეებს “ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტა“ უწოდა.

“სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება. ამიტომ ის ნებისმიერ დიალოგს გაურბის და დოგმებით მოქმედებს.

დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი და გამოცხადებული ჰყავთ აღქმულ ქვეყნად, რომელზეც რაიმე კრიტიკულის თქმა არ შეიძლება. ამის მაგალითი გიორგი გველესიანის შემთხვევაა, როდესაც ვინმე რაიმეს არა თუ კრიტიკულს იტყვის, არამედ კითხვას დასვამს. გველესიანმა თავის ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, ევროკავშირთან დაკავშირებით რა არის უპირატესობები და რა - პრობლემური, აი ამას მთელი ის კრუნჩხვები მოჰყვა, რომელიც ამ სექტის წარმომადგენლებმა დაიმართა, რადგან რაღაც მათ სალოცავს ეხები, რომელზეც არ შეიძლება რომ კითხვებიც კი დაისვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული მოვლენაა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეს ჯგუფი ფუნდამენტალისტურ სექტად ჩამოყალიბდა და ასეც უნდა შევხედოთ, აქედან გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები.

გახსოვთ, 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ეს ჯგუფი ძალადობრივ აქციებზე გადაერთო, ჩვენ დისკუსიას ვთავაზობდით. იყო პრემიერ-მინისტრის შეთავაზება - 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი და მე მზად ვიყავით საჯაროდ ტელევიზიით დისკუსიაში დავმსხდარიყავით. თინა ხიდაშელმა და კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს და ფაქტობრივად, სტუდიიდან გამოიყვანეს ეს ადამიანები, რათა არანაირი დისკუსია არ ყოფილიყო, რადგან სექტას დისკუსიის ეშინია, რადგან სექტა მოქმედებს არა საღი განსჯიდან გამოტანილი დასკვნებით, არამედ დოგმებით. დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ როდესაც დისკუსია დოგმაზე იმართება, შესაძლოა ეს დოგმა გაბათილდეს.

ამიტომ ამ ჯგუფში ყველა ნიშანია იმისა, რომ არის ფუნდამენტალისტური აგრესიული სექტა. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს მათგან ის აგრესიული გამოვლინებები, რიტუალები, რომელსაც ატარებენ, სლოგანები, შეძახილები, გინებები - ეს ყველაფერი მათი ლიტურგიის ნაწილია, რომელთაც ეს სექტა არის დაკავებული. არ უნდა გვიკვირდეს, რომ მათთვის დისკუსია და დებატები მიუღებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა