დაბადების ადგილი ქ. თბილისი. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 1996 წელს - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი; 2000 წელს - ვაშინგტონის სამართლის სკოლა; 2004 წელს- იელის უნივერსიტეტი.
1994 წელს იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი; 1996-1999 წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორი; 2015-2016 წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ავტორია 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და წიგნისა.
· ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2002-2004);
· ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი (1997-1999);
· თბილისის საკრებულო, წევრი (2010-2012);
· იურიდიული განათლების ფონდის გამგეობა, წევრი (2004-);
· კონსტიტუციის დაცვის ლიგის გამგეობა, წევრი (1996-);
· რესპუბლიკური ინსტიტუტის გამგეობა, წევრი (2008-);
· საარჩევნო ბლოკი "ალიანსი საქართველოსთვის", წევრი (2010-);
· საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2015);
· საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2012-2015);
· საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის წევრი (2012-2015);
· საქართველოს რესპუბლიკური პარტია (დედაქალაქის სეგმენტი), წევრი (2005-2010);
· სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭო, წევრი (2002-2004);
· ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო", მმართველი საბჭოს თავმჯდომარე (2004-2005);
· ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და იურიდიულ საკითხთა კომისია, წევრი (2010-);
· წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო ორგანიზაციის გამგეობა, არჩეული დელეგატი (2001-2008);
· წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნო, არჩეული წევრი (2008-).