საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნებისა" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მხრიდან კოორდინირებული კამპანია უმძიმესი შედეგების მომტანია ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის, საქართველოს მომავლისთვის.
აღნიშნულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავის დღეებში, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული გზავნილებისა და ნარატივის გავრცელებამ განსაკუთრებით მასშტაბური და ინტენსიური ხასიათი მიიღო.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები და თანმდევი პროპაგანდა ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და ტოვებს დაუცველს ქვეყანას რუსული აგრესიის წინაშე, რაც შეიძლება შეუქცევადი შედეგების მომტანი გახდეს.
მათი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო და საგანგაშოა სპეციფიური, მხოლოდ რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის გამოყენება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ. კერძოდ, მათ სრულიად დაუშვებლად მიაჩნიათ ტერმინი „რუსოფობიის“ გამოყენება და დამკვიდრება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს პოლიტიკურ, საჯარო სივრცეში.
ერთობლივ განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ თუ პროფესიულ გაერთიანებებს - გააცნობიერონ მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი.
"აუცილებლად მიგვაჩნია საჯაროდ გამოვეხმაუროთ და მკაფიო პასუხი გავცეთ რუსული პროპაგანდის ნაკადს, რომელიც პარტია „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მომდინარეობს. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს კოორდინირებული კამპანია უმძიმესი შედეგების მომტანია ჩვენი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის, საქართველოს მომავლისთვის. საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავის დღეებში, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული გზავნილებისა და ნარატივის გავრცელებამ განსაკუთრებით მასშტაბური და ინტენსიური ხასიათი მიიღო. ისევ გვესმის ტოტალური პროპაგანდისათვის დამახასიათებელი უტიფრობით შეთხზული საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ომის დაწყებაში, იმ ომის, რომლის დროსაც საქართველოში უკანონოდ შემოჭრილმა რუსულმა არმიამ და ე.წ. მოხალისეებმა გადაწვა და გაანადგურა ქართული სოფლები და დასახლებები, სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მოსახლეობას. ეთნიკური წმენდა და სხვა მძიმე დანაშაულები, რომლებიც რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, დადგენილი და დამტკიცებულია საერთაშორისო სასამართლოებისა და ტრიბუნალების მიერ. 2008 წლის ომის შედეგად, რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი, ყველა საერთაშორისო ნორმისა და შეთანხმების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიაციით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, დარღვევით. ამ პროპაგანდისტული კამპანიის განუყოფელი ნაწილია ისტორიული ფაქტების გაყალბება და მანიპულირება. სწორედ ამ ხერხს იყენებდა რუსეთი ასწლეულების მანძილზე საქართველოს ოკუპაციის და ქართული სახელმწიფოს განადგურების გასამართლებლად. ბუნებრივია, ეს საზიანო და დაუშვებელი ქმედება ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების დაყოფას და ურთიერთდაპირისპირებას, ამწვავებს პოლიტიკურ რადიკალიზაციას. განსაკუთრებით საყურადღებო და საგანგაშოა სპეციფიური, მხოლოდ რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის გამოყენება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ. კერძოდ, სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია ტერმინი „რუსოფობიის“ გამოყენება და დამკვიდრება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს პოლიტიკურ, საჯარო სივრცეში. მით უმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია ამ სრულიად ხელოვნური, რუსული იმპერიული ექსპანსიის გასამართლებლად შეთხზული ტერმინის გამოყენება მათ მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება და აპროტესტებს ოკუპანტი ქვეყნის გავლენის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. სამხედრო აგრესიაზე, ომის დანაშაულებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევებზე რეაქციის ემოციურ, იდენტობაზე დაფუძნებულ “სიძულვილამდე“ დაყვანით, პროპაგანდა „რუსოფობიას“ პუტინის რეჟიმის იმპერიული ამბიციების მოწინააღმდეგეთა საფუძვლიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობის გაუფასურებისთვის იყენებს. ფართო კონტექსტში განხილვისას თვალნათლივ ჩანს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ რუსული პროპაგანდისტული გზავნილებისა და ტერმინების გამოყენება არც ერთჯერადი და არც მხოლოდ რიტორიკული მოვლენაა. ეს ისეთ მძიმე საკითხებთანაა კავშირში, როგორიცაა:- საქართველოში დემოკრატიის უმძიმესი უკუსვლა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მკვეთრი დაკნინება;- პოლიტიკური პატიმრების არსებობა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მკვეთრი შეზღუდვა;- ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის შეჩერება და ანტიდასავლური პროპაგანდა, საქართველოს მეგობარი ქვეყნებისგან იზოლაცია;- რუსეთზე სავაჭრო, ფინანსური და ენერგეტიკული დამოკიდებულების საგანგაშო და მიზანმიმართული ზრდა;- საფრთხის შემცველი და გაუაზრებელი მიგრაციული პოლიტიკა, რომლის შედეგადაც, შესაბამისი რეგულაციების არარსებობის პირობებში, ასეულობით ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და დასახლდა საქართველოში უკანასკნელი 5 წლის მანძილზე;- რუსული სისტემური კორუფციის მასშტაბური გავრცელება; - ქართულ საზოგადოებაში შუღლის გაღვივება და პოლარიზაციის წახალისება. მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ეს ქმედებები და თანმდევი პროპაგანდა ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და ტოვებს დაუცველს ჩვენს ქვეყანას რუსული აგრესიის წინაშე, რაც შეიძლება შეუქცევადი შედეგების მომტანი გახდეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისათვის. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები, მკაფიოდ და უპირობოდ უარვყოფთ ამ ანტისახელმწიფოებრივ, კრემლისტურ ნარატივებს. მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ თუ პროფესიულ გაერთიანებებს - გავაცნობიეროთ მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი, არ ავყვეთ რუსული პროპაგანდის მიერ თავსმოხვეულ დეზინფორმაციასა და შუღლს, მტკიცედ დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს, როდესაც საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს ემუქრება, საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის შენარჩუნების უალტერნატივო გზა სამოქალაქო სიმტკიცისა და ერთიანობის გამოჩენაა. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეებისა და პატრიოტების, ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის; ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე დააბრუნებს და საბოლოოდ გაათავისუფლებს რუსული ოკუპაციასა და გავლენისგან", - წერია განცხადებაში.
ხელმომწერები არიან:გიორგი აბულაშვილი — ენერგოეფექტურობის ცენტრის დამფუძნებელი, ენერგეტიკის ექსპერტი ნინო ამონაშვილი — ხელოვნებათმცოდნე მერაბ ანთაძე — კონფლიქტების მოგვარებისა და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეონა აქუბარდია — მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ნინო ბაბუხადია გიორგი ბადრიძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ბახტაძე — მუსიკოსი გიორგი ბახტურიძე — საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ბალხამიშვილი ზურაბ ბატიაშვილი — ყოფილი დიპლომატი ოთარ ბერძენიშვილი — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ბილანიშვილი — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე ლევან ბროძელი — უძრავი ქონების შემფასებელი გიორგი ბუაჩიძე — ყოფილი დიპლომატი მზია გაბუნია ეკა გიგაური — საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი გიგი გიგიაძე — ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი ნიკოლოზ (ნუკრი) გოგიტიძე — იუსტიციის თადარიგის გენერალ-მაიორი ლელა გიორგაძე — ისტორიკოსი ირმა გორდელაძე — გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ნინო გორგოძე — საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მარი გულბიანი — კინორეჟისორი ქრისტინე დარჩია მიხეილ დარჩიაშვილი — საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, 2013–2014 წწ.; საქართველოს ატლანტიკური საბჭო თეონა დოლენჯაშვილი — მწერალი ნინო ევგენიძე — ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ერისთავი — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ვაშაკიძე — საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ლევან ვათეიშვილი — დიზაინერი ქეთევან თოფაძე — პედაგოგი, ამერიკული აკადემია თბილისში თორნიკე თურმანიძე — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კალანდაძე — რეჟისორი გიორგი კალაძე ირინე კასრაშვილი მარიამ კიკაჩეიშვილი — „წიგნები ვაკეში“, „ბუქმარკი“ თამარ კინწურაშვილი — მედიის განვითარების ფონდი მამუკა კომახია — რონდელის ფონდის მკვლევარი ლევან კვაშალი ნესტან კვინიკაძე — მწერალი ირაკლი ლაითაძე — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ლაღიძე — გარემოსდაცვითი განათლებისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „ლიმპოპოს“ დამფუძნებელი თინა ლაღიძე — მსახიობი შალვა ლომიძე — საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, 2021–2024 წწ.; თადარიგის გენერალ-მაიორი ნატა ლომოური — საქართველოს პენ ცენტრი ეკატერინე მეგრელიშვილი — ყოფილი დიპლომატი ეკატერინე მეტრეველი — საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი დავით მეშველიანი — ყოფილი დიპლომატი ლევან მიზანდარი — კომპოზიტორი, მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ავთანდილ მიქაცაძე — საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მალხაზ მიქელაძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ მკერვალიშვილი ეკა მონიავა — არტმენეჯერი გიორგი მუჩაიძე — საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მშვენიერაძე — იურისტი თამარ მჭედლიშვილი — ექიმი ელენე ნიჟარაძე გიორგი ონიანი — საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ლალი პერტენავა — აიკა საქართველოს პრეზიდენტი თამარ ჟვანია — თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი ნინო ჟვანია — თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ოთარ რევიშვილი — სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ რთველიაშვილი — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა რიაბოშენკო — კულტურა დემოკრატიისთვის გელა სეხნიაშვილი — საქართველოს ყოფილი ელჩი არგენტინაში ვასილ (დათო) სიხარულიძე — საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ლეონიდე სიხარულიძე — ალტე უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ყოფილი სამხედრო წარმომადგენელი ნატოში, სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო სლეპჩენკო — მხატვარ-დიზაინერი ბესიკ სოლომანაშვილი — მწერალი, რეჟისორი ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი) — მწერალი ელისო სხულუხია მზია ტაბატაძე — საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი მიხეილ უკლება — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თორნიკე ფარულავა — დიპლომატი ირაკლი ფიფია — ანთროპოლოგი, ლექტორი ნინო ფიფია — ყოფილი დიპლომატი მირიან ფოფხაძე — დელფის გლობალურ კვლევათა ცენტრის უფროსი მკვლევარი ირაკლი ფორჩხიძე — საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი თეა ქარჩავა — ყოფილი დიპლომატი ტატო ქელბაქიანი — ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ დირექტორი დავით ქვათაძე მარიამ ქვათაძე გიორგი ქობელაშვილი — ყოფილი დიპლომატი ნატა ქორიძე — ყოფილი დიპლომატი ნინო ყვავილაშვილი — გალერეა 27-ის დამფუძნებელი, მხატვარი გიორგი ყველაშვილი — ყოფილი დიპლომატი ეთერ შავგულიძე — ხელოვნების მოღვაწეთა კავშირ „კადონის“ პრეზიდენტი თამარ შავგულიძე — რეჟისორი მარიამ შარია — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, ალტე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნინო შარვაშიძე — განათლების მეცნიერებათა დოქტორი, მთარგმნელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დავით შუღლიაშვილი ნინო ჩაჩავა — ყოფილი დიპლომატი თამარ ჩაჩიბაია — ყოფილი დიპლომატი ინგა ჩახვაშვილი — ჟურნალისტი გიორგი ჩხეიძე — საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მარიამ ჩხეიძე — ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი; ანტიკრიზისული პლატფორმა შალვა ცისკარაშვილი — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალეკო ცქიტიშვილი — ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კარლო ცქიტიშვილი — საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მამუკა ცუცქირიძე — მხატვარი ლაშა ძებისაშვილი — საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი წიქარიშვილი — ყოფილი დიპლომატი მანუჩარ წოწონავა — საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მაია ჭილაშვილი დავით ჭიპაშვილი — მწვანე ალტერნატივა ეთერი ჭკადუა — ხელოვანი ზვიად ჭუმბურიძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნოდარ ხარშილაძე — საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი თეო ხატიაშვილი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ხატიაშვილი — პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ყოფილი უფროსი, დიპლომატი მაკა ხვადაგიანი — ყოფილი დიპლომატი თინათინ ხიდაშელი — საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გოჩა ჯავახიშვილი — საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში თემურ ჯანჯალია — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ჯაფარიძე — საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომატი მერი ჯაფარიძე — იურისტი ია ჯაყელი — დიასახლისი გვანცა ჯობავა — გამომცემელი, გამომცემლობა „ინტელექტი“.