განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita

FIAT 600 Hybrid ახლა უკვე 53 500 ლარად არის ხელმისაწვდომი - 70 100 ლარის ნაცვლად, 7 წლიანი ქარხნული გარანტიით. ახალი FIAT 600 Hybrid აერთიანებს იტალიურ დიზაინს, ეკონომიურ ჰიბრიდულ ტექნოლოგიასა და თანამედროვე ქალაქური ცხოვრების სტილს.

თუ იტალიურ ცხოვრების წესს ერთი ფრაზა აღწერს, ეს La Dolce Vita-ა - სტილი, თავისუფლება და ყოველდღიურობის სიამოვნებად ქცევა. სწორედ ამ ფილოსოფიას აგრძელებს ახალი FIAT 600 Hybrid - ავტომობილი მათთვის, ვისთვისაც გადაადგილება მხოლოდ აუცილებლობა კი არა, ცხოვრების სტილის ნაწილია.

იტალიური ხასიათი. ჰიბრიდული გონიერება.

FIAT 600 Hybrid აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ეკონომიურ ჰიბრიდულ სისტემას. მისი კომბინირებული საწვავის მოხმარება მხოლოდ 4.8 ლ/100 კმ-ია, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ქალაქურ რეჟიმში.

კომპაქტური ზომები, მაღალი მანევრულობა და ავტომატური გადაცემათა კოლოფი FIAT 600 Hybrid-ს ყოველდღიურ გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ავტომობილის მაღალი კომპლექტაცია აერთიანებს თანამედროვე მულტიმედიასა და ციფრულ მონიტორტს, ავტომატურ კლიმატკონტროლს, უსაფრთხოების სისტემებს და ატმოსფერულ განათებას.

ჯილდოები, რომლებიც არჩევანს კიდევ უფრო ამყარებს

ავტომობილმა მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა - მათ შორის საუკეთესო Mild Hybrid Compact SUV-ისა, წლის საუკეთესო კომპაქტური SUV-ის კატეგორიებში და სხვა.

მოდელმა ასევე მიიქცია ყურადღება მსოფლიო მაშტაბით. მისი გლობალური launch-ის ბრენდ ამბასადორი Leonardo DiCaprio გახლდათ.

განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან

FIAT 600 Hybrid-ის ფასი 70 100 ლარის ნაცვლად ახლა მხოლოდ 53 500 ლარია.

ავტომობილზე მოქმედებს 7-წლიანი ქარხნული გარანტია.

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ Trade-in პროგრამით - ჩააბარონ კუთვნილი ნებისმიერი მარკის ავტომობილი და დარჩენილი თანხა დაფარონ 6 წლამდე განვადებით.

FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და Test Drive-ის დასაჯავშნად ეწვიეთ FIAT-ის ოფიციალურ ცენტრს ან დაგვიკავშირდით:

📞 032 2 307 307

🌐www.fiat.ge

FB/Instagram - fiatgeorgia

FB - https://www.facebook.com/share/1DnGqnPo1m/?mibextid=wwXIfr

Instagram - https://www.instagram.com/fiatgeorgia?igsh=MWo5ZDgwb2NmMGxocQ==

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია