მირიან მირიანაშვილი - ჩინეთმა წინასწარ განაცხადა - ეს შეხვედრა კონსულტაციური ხასიათისაა, ოფიციალური ერთობლივი დეკლარაცია და რაიმე შეთანხმება არ იგეგმება, ამით პეკინმა პრაქტიკულად წყალი გადაასხა ამ შეხვედრის იალტა-2-ად გადაქცევის მცდელობას

მირიან მირიანაშვილი - ჩინეთმა წინასწარ განაცხადა - ეს შეხვედრა კონსულტაციური ხასიათისაა, ოფიციალური ერთობლივი დეკლარაცია და რაიმე შეთანხმება არ იგეგმება, ამით პეკინმა პრაქტიკულად წყალი გადაასხა ამ შეხვედრის იალტა-2-ად გადაქცევის მცდელობას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო მირიან, ტრამპი-სისა და პუტინის შეხვედრა უნდა შედგეს. რუსული და ნაწილობრივ ქართული მედიის ნაწილი ავითარებს აზრს რომ აშშ-ჩინეთი და რუსეთი მსოფლიოს მრავალპოლუსიონარობაზე, უფრო ზუსტად მსოფლიოს გავლენის სფეროებად გაყოფაზე შეთანხმდებიან.

ძნელია თქმა რას ეფუძნება ასეთი აღქმა და ინტერპრეტაცია, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იალიტისა და შემდეგ ომის დასრულების შემდეგ პოდსდამის კონფერენციებზე რუსეთი, აშშ-თან და ინგლისთამ ერთად გამარჯვებული ქვეყანა იყო, ახლა კი ვხედავთ რომ რუსეთი უკრაინას ვერ ამარცხებს და დონბასზე კონტროლს დამყარება არ შეუძლია. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ტრამპი-სი-პუტინის შეხვედრისაგან?

- რუსეთის კარგა ხნის ოცნება ამერიკის დომინაციით სამყაროს ერთპორალური რეჟიმის შეიცვალოს არა ორპორალური აშშ-ჩინეთის დომინაციით რეჟიმით, არამედ მათი მონაწილეობითაც, ეს ახლა რეალუსტურად არ მეჩვენება.

ჩინეთს რატომ უნდა უნდოდეს თავისი წილი გავლენის სფეროს ვინმესთვის, ან ამერიკისთვის, ან რუსეთისთვის გადაბარება. როცა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენა ჰქონდა, მაშინ იქ საბჭოთა ჯარი იდგა. ახლა კი რა გავლენის სფეროზეა საუბარი?

თუმცა, ის ულტიმატუმი, რომელიც რუსეთმა დაასახელა დასავლეთთან დასაზავებლად და პრინციპად 1997 წლის საზღვრებში ნატოს დაბრუნება, ეს თუ განხორციელდა, მსოფლიოს როგორ წაადგება არ ვიცი, მაგრამ, საქართველოსთვის ძალიან დიდი პოზიტივი იქნება.

იმიტომ რომ იმ დოკუმენტში, რასაც ითხოვს რუსეთი კოლექტიური დასავლეთისაგან, კავკასიასაც ეხება და შუა აზიასაც. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ რეგიონებში რუსეთს არ უნდა ნატო შეუშვას. ეს ეხება აღმოსავლეთ ევროპასაც.

1997 წლის გეოპოლიტიკის რეალობით საქართველო თავის საზღვრებში აღიარებული იყო მათ შორის რუსების მიერ. დე-ფაქტოდ ვაკონტროლებდით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს და დე-იურე არავინ, მათ შორის რუსეთი არ უარყოფდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას. მას შემდეგ რაც ტრაპმა შუალედურ არჩევნებში სერიოზული მარცხი განიცადა, იგი არ არის იმ მდგომარეობაში რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს 1997 წლის მდგომარეობაზე დაბრუნება მოსთხოვოს.

მას შემდეგ რაც ტრაპმა შუალედურ არჩევნებში სერიოზული მარცხი განიცადა, იგი არ არის იმ ვითარებაში რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს 1997 წლის მდომარეობაზე დაბრუნება მოსთხოვოს

ტრამპის დამარცხება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ დემოკრატების აქტიურობით, არამედ იმის დამო რომ რესპუბლიკური ისტებლიშმენტი ტრამპს აუჯანყდა. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის იყო კულუარული გარიგება ტრამპის ძალაუფლების შეკვეცასთან დაკავშირებით. ახლა საკითხი ასე დგას, როგორ შეეგუება ტრამპი თავის ძალაუფლების შეკვეცას.

ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ, უნდა ვიცოდეთ რომ იერიში იქნა მიტანილი ყველა იმ გავლენის სფეროზე, რომელიც ტრამპის საყრდენს წარმოადგენდა. მათ შორის ოლიგარქატზე და მედიაზე.

ეს ალბათ ტრამპის სამაგალითო დასჯა იყო, რადგან ტრამპის ძალაუფლება სწორედ მათ ეყრდნობოდა. ახლა ისეთი ვითარებაა, მე ძალიან მეეჭვება რომ ტრამპის ფასი ახლა ძალიან მაღალია. ახლა ძნელი სათქმელია სი ძინ პინს ტრამპთან რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?

დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის იყო კულუარული გარიგება ტრამპის ძალაუფლების შეკვეცასთან დაკავშირებით. ახლა საკითხი ასე დგას, როგორ შეეგუება ტრამპი თავის ძალაუფლების შეკვეცას

რაც შეეხება რუსეთს. ჩინეთი რუსეთს მოიაზრებს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო სატელიტად. ჩინნთს ევროპაში, უკრაინა-რუსეთის ომში არც ზავი აწყობს. უნდა ვიცოდეთ დღევანდელი რეალობა როგორია - ჩინეთი რუსეთისგან გაზს ყიდულობს 56% ნაკლებ ფასში მსოფლიო ფასებთან შედარებით. ნავთობს 35%-ით ფასდაკლებით. თან რუსეთში ასაღებს თავის უამრავ საქონელს. სხვა შემთხვევაში რუსეთი ახლა რომაა ასეთი ხელხვავიანი გასაღების ბაზარი ვერ იქნებოდა.

ჩინეთი რუსეთისგან გაზს ყიდულობს 56% ნაკლებ ფასში მსოფლიო ფასებთან შედარებით. ნავთობს 35%-ით ფასდაკლებით. თან რუსეთში ასაღებს თავის უამრავ საქონელს. სხვა შემთხვევაში რუსეთი ახლა რომაა ასეთი ხელხვავიანი გასაღების ბაზარი ვერ იქნებოდა

ანუ ჯამური ხეირი, რომელსაც ჩინეთი უკრაინა-რუსეთის ომისგან იღებს, როგორც ამბობენ 50-60 მილიარდი დოლარია ყოველწლიურად. ამ ბონუსებზე ჩინეთმა უარი რატომ უნდა თქვას?

ვინ რა უნდა შესთავაზოს ჩინეთს იმის სანაცვლოდ, რომ მან რუსეთზე უარი თქვას და თამაშის სხვა წესებზე დათანხმდეს. ამ თვალსაზრისით ჩინეთისთვის მომგებიანი შეთავაზების პაკეტს ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე არც იალტა-2-ის მჯერა.

იზოლაციის გარღვევის ფაქტი პუტინისთვის და რუსეთის გეოპოლიტიკური რეალობისათვის, სერიოზული ბონუსია. რომ არა ტრამპი, რუსეთი და პუტინი სერიოზულ იზოლაციაში იქნებოდა. ეს ტრამპის დამსახურებაა და არა რუსეთის. სანაცვლოდ რუსები ტრამპს პირდებიან რუსეთის ენერგეტიკაზე ტრამპის ოჯახის კონტროლს. ეს არის საფასური. ნუ ვიფიქრებთ რომ ტრამპი რუსეთის იზოლაციიდან გამოყვანას უანგაროდ აკეთებს

- დამკვირვებელთა ნაწილი, განსაკუთრებით რუსი კრემლთან დაკავშირებული ექსპერტები ამტკიცებენ რომ ამ შეხვედრაზე პუტინის მონაწილეობა პუტინისთვის დიდი გამარჯვება იქნება, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იგი კარგა ხანი იზოლაციაში იყო და ახლა კი ტრამპის მცდელობებით მონაწილეობას მიიღებს უძლიერესი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაში.

პუტინი ამ შეხვედრაში მონაწილეობას კი მიიღებს, მაგრამ არანაირად არ ჩანს რომ რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალით აშშ-სა და ჩინეთის ტოლ-სწორი ქვეყანაა.

ვიცით რომ ჩინეთი ამ შეხვედრაზე უკრაინა-რუსეთის ომის თემის განხილვას არ აპირებს. ისიც გასათვალისწინებელია რომ უკრაინა-რუსეთის ომის მთავარი ბენეფიციარი ჩინეთია. მხედველობაში მაქვს ის რომ უკრაინასთან ომი რომ ეწარმოებინა, რუსეთმა 200 ტონა ოქრო სწორედ ჩინეთს მიჰყიდა.

გასაგებია რომ პუტინს ამ შეხვედრისაგან თავისი აშკარად გადაჭარბებული მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რეალურად, რა შეიძლება მიიღოს ამ შეხვედრისაგან პუტინმა და რუსეთმა?

- ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, თავად იზოლაციის გარღვევის ფაქტი პუტინისთვის და რუსეთის გეოპოლიტიკური რეალობისათვის, სერიოზული ბონუსია. რომ არა ტრამპი, რუსეთი და პუტინი სერიოზულ იზოლაციაში იქნებოდა. ეს ტრამპის დამსახურებაა და არა რუსეთის. სანაცვლოდ რუსები ტრამპს პირდებიან რუსეთის ენერგეტიკაზე ტრამპის ოჯახის კონტროლს. ეს არის საფასური. ნუ ვიფიქრებთ რომ ტრამპი რუსეთის იზოლაციიდან გამოყვანას უანგაროდ აკეთებს.

სხვა საქმეა რომ ამერიკის ისტებლიშმენტს ტრამპის ოჯახის ასეთი ფინანსური და გეოპოლიტიკური შესაძლებლობებით აღჭურვა, როგორც შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა არ სურს. ამიტომ, ტრამპის სურვილი რომ ვენესუელისა და რუსეთის ფინანსებსა და რესურსებზე ჩამოაყალიბოს ტრამპების ოჯახის კლანი, განხორციელებადი აღარ არის.

ჩინეთთან მიმართებაში რუსეთს უალტერნატივო რეალობა აქვს, მაგრამ ვერ ვხედავ რომ ტრამპზე დაყრდნობა რუსეთისთვის გეოპოლიტიკურად რაიმე სარგებლის მომტანი იყოს

ეს ილუზია მსოფლიოში არსებობდა. ამის ნათელი დადასტურებაა ტრამპის მოკავშირეების დამარცხება მსოფლიოში. ბრაზილიიდან დაწყებული, სერბეთ-უნგრეთით დამთავრებული.

ამის ნათელი მაგალითია ისიც, თუ რა პრობლემები შეუქმნა მასკმა მედიას და ისიც, რა პრობლემებსაც შეუქმნიან ცოტა ხანში მასკსაც. ტეხასში მასკის ოფისი ოპონენტებმა მთლიანად დაუნგრიეს.

პოლიტიკურ წარსულში გადასვლა ემუქრება ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუსაც. ჩინეთთან მიმართებაში რუსეთს უალტერნატივო რეალობა აქვს, მაგრამ ვერ ვხედავ რომ ტრამპზე დაყრდნობა რუსეთისთვის გეოპოლიტიკურად რაიმე სარგებლის მომტანი იყოს. თუმცა, ფაქტია რომ ტრამპი რუსეთს იზოლაციის დაძლევაში დაეხმარა. მაგრამ, რუსეთისთვის მეტი დივიდენდების მიღების პერსპექტივებს ვერ ვხედავ.

უკრაინაში რუსულ-ამერიკული და რუსულ-დასავლური დაპირისპირება ჩინეთის ინტერესებში არ შედის. ეს ჩინეთის ოფიციალურ დოკუმენტებში წერია. ჩინეთში ოფიციალური დოკუმენტები სი ძინ პინის კარნახით იწერება. ასეთია მისი გეოპოლიტიკური კურსი

რაც შეეხება ჩინეთს. ამაზე კი ვისაუბრე, მაგრამ დავამატებ. თუ ვინმე შევა ჩინური ოფიციოზის ინგლისურენოვან ვებ-გვერდებზე, ან გადახედავს პრესას, მაგალითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარი გაზეთ ჟემინ ჟიბაოში გამოქვეყნებულ სტატიებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ბიულეტენებს, ნახავს ისინი რას წერენ.

ისინი ღიად წერენ - უკრაინაში რუსულ-ამერიკული და რუსულ-დასავლური დაზავება ჩინეთის ინტერესებში არ შედის. ეს ჩინეთის ოფიციალურ დოკუმენტებში წერია. ჩინეთში ოფიციალური დოკუმენტები სი ძინ პინის კარნახით იწერება. ასეთია მისი გეოპოლიტიკური კურსი.

რა უნდა შეიცვალოს ერთ დღეში, ან ტრამპი-სი ძინ პინისა და პუტინის შეხვედრაზე ჩინეთში? რუსეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობა როგორია, ეს ყირიმის ხიდის დანგრევამაც ანახა. ეს აქტი უკრაინელებმა პუტინს ტრამთან და სი ძინ პინთან შეხვედრის წინა დღეს სპეციალურად გაუკეთეს. ამით მათ ხომ მთელ მსოფლიოს, ტრამპსაც და სი ძინ პინსაც აჩვენეს რუსეთის რეალური გეოპოლიტიკური შესაძლებლობები.

რუსებს უნდათ რომ ჩინეთში გამართულ სამიტზე ტრამპმა სი ძინ პინს რაღაც ფორმით ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებაზე რამე მაინც დააცდენინონ და ეს აისახოს ერთობლივ დეკლარაციაში. ეს რუსულ პროპაგანდას პუტინის პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარებოდა

ამ სამიტისგან რუსებს რა უნდათ? რუსებს უნდათ რომ ჩინეთში გამართულ სამიტზე ტრამპმა სი ძინ პინს რაღაც ფორმით ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებაზე რამე მაინც დააცდენინონ და ეს აისახოს ერთობლივ დეკლარაციაში. ეს რუსულ პროპაგანდას პუტინის პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარებოდა.

თუ ტრამპი დემოკრატებს კულუარულად არ გაურიგდება, ისინი ითხოვენ ტრამპის პრეზიდენტობის დეკორატიულ რეჟიმში გაგრძელებას, სხვა შემთხვევაში მას სერიოზული პრობლემები შეექმნება

- რამდენადაც ცნობილია, ამ სამიტის შედეგებზე ერთობლივი წერილობით განცხადებაც არ იქნება. ზეპირი განცხადებები კი შესაძლოა იყოს...

- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ ამის გამო განაცხადა წინასწარ - ეს შეხვედრა კონსულტაციური ხასიათისაა, არც ოფიციალური ერთობლივი დეკლარაცია და რაიმე შეთანხმება არ იგეგმება, ამით პრაქტიკულად წყალი გადაესხა ამ შეხვედრის იალტა-2-ად გადაქცევის მცდელობას.

- აშშ-ში შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ტრამპი წონა საერთაშორისო პოლიტიკაში და თავდ აშშ-იც მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მხოლოდ არჩევნებში დამარცხების შემდეგ გაახსენდა ტრამპსა და მის გარემოცვას აშშ-ს ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ევროპელებთან, რომ აშშ-თვის ევროპის უსაფრთხოების თემა ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ასე შემდეგ...

ევროპა კი ევროპულ უსაფრთხოებაზე მსჯელობისას ევროპის უსაფრთხოებას უკრაინა-რუსეთის ომის სამართლიანად გადაწყვეტაში ხედავს.

ამ შეხვედრისაგან ტრამპის მოლოდინები როგორი შეიძლება იყოს და რეალურად რას მიიღებს იგი ამ შეხვედრისაგან?

- ტრამპის დღევანდელი დღის წესრიგია საკუთარ პოლიტიკური გადარჩენაზე ზრუნვა. აშშ-ს პოლიტიკურ კულუარებში სერიოზული მზადება მიმდინარეობს რესპუბლიკელებთან გარიგებაზე. თუ ტრამპსა და მის ოჯახს არ უნდა იმპიჩმეტის დაუსრულებებლი პროცედურები ჰქონდეთ, მაშინ მათ დემოკრატების პირობები უნდა მიიღონ.

დემოკრატებს სენატში 11 ხმა აკლიათ იმისთვის რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ. ტრამპის მიმართ სენატში 14-15 სენატორია უკიდირესად კრიტიკულად განწყობილი. თუ ტრამპი დემოკრატებს კულუარულად არ გაურიგდება, ისინი ითხოვენ ტრამპის პრეზიდენტობის დეკორატიულ რეჟიმში გაგრძელებას, სხვა შემთხვევაში მას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

ტრამპს დაკარგული ჰყავს მოკავშირეები, დაკარგა ყველა სპონსორი და ახლა დარჩენილია მხოლოდ პუტინის ამარა. ამ სიტუაციაში ის შეეცდება გარკვეული კარტების გათამაშებას საკუთარი გავლენების შესანარჩუნებლად

ფარული გარიგებები ანტიტრამპისტებთან წამოიწყო თავად მასკმაც. დემოკრატებმა ტეხასში მოიგეს ყველაფერი. არა მარტო სენატის არჩევნები, არამედ შტატის გუბერნატორის პოსტიც დაკარგეს რესპუბლიკელებმა. ასევე შტატის კონგრესი, შტატის მოსამართლე, პროკურორი და ასე შემდეგ. მეტიც, მათ მასკს შეუთვალეს ადვოკატები აიყვანეო.

ეს კი ნიშნავს იმას რომ მასკი უნდა გამოვიდეს ტრამპის მოკავშირეობის რეჟიმიდან. ტრამპს დაკარგული ჰყავს მოკავშირეები, დაკარგა ყველა სპონსორი და ახლა დარჩენილია მხოლოდ პუტინის ამარა. ამ სიტუაციაში ის შეეცდება გარკვეული კარტების გათამაშებას საკუთარი გავლენების შესანარჩუნებლად.

ახლა მე იმას უფრო მივაქცევდი ყურადღებას მომავალში რა დარჩება ტრამპისგან, ვიდრე იმას, რას მიიღებს ტრამპი ჩინეთში დაგეგმილი შეხვედრისაგან. ჩინეთში იგი შეეცდება მარტო პროპაგანდისტული რეალობა მიიღოს, თითქოს ის ახლა რაღაცას წარმოადგენს

მაგრამ, ახლა მთავარია რამდენად შეძლებს ტრამპი დემოკარტებთან შეთანხმების მიღწევას ხსენებულ გარიგებაზე. როგორც ამბობენ, ოჯახის ნაწილი თანახმა არაა, განსაკუთრებით ქალიშვილი მელანია ტრამპი. ამ სიტუაციიდან როგორ გამოძვრება ტრამპი არ ვიცი, ფაქტობრივად, ყველამ უღალატა. რესპუბლიკური პარტიის დამფინანსებლებმა, რესპუბლიკური განწყობების ამერიკულმა მედიამ.

ახლა მე იმას უფრო მივაქცევდი ყურადღებას მომავალში რა დარჩება ტრამპისგან, ვიდრე იმას, რას მიიღებს ტრამპი ჩინეთში დაგეგმილი შეხვედრისაგან. ჩინეთში იგი შეეცდება მარტო პროპაგანდისტული რეალობა მიიღოს, თითქოს ის ახლა რაღაცას წარმოადგენს.

შანსი იმისა რომ ტრამპმა ახლა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, ძალიან მცირეა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე შედგება თუ არა დემოკრატებთან რესპუბლიკელების კულუარული გარიგება ტრამპის მომავლათან დაკავშირებით

- აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ამერიკული პრესა აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ აშშ ირანს დაარტყამდა.

ფაქტია რომ აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია ამერიკისთვის კატასროფული შედეგით დასრულდა. იმის გათვალისწინებით რომ ამ თემაზე მსჯელობები ამერიკულ პრესაში მაინც მიმდინარეობს, იგულისხმება ის რომ ამერიკული ავიამზიდები არაბეთის ზღვაში აღმოჩდებიან, ასევე 20-მდე სამხედრო საბრძოლო ხომალდები და 300-მდე თვითვმფრინავები.

რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ აშშ-მ ირაბის ბირთვული შესაძლებლობების გასანადგურებლად, ტრამპის განკარგულებით 60 დღიანი ოპერაცია დაიწყოს?

- შანსი იმისა რომ ტრამპმა ახლა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, ძალიან მცირეა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე შედგება თუ არა დემოკრატებთან რესპუბლიკელების კულუარული გარიგება ტრამპის მომავლათან დაკავშირებით.

თუ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის გარიგება არ მოხდა იმაზე რომ ტრამპის ძალაუფლება დეკორატიული იქნება, მაშინ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მორიგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. ასე იქნება, რადგან მას დასაკარგი აღარაფერი არ ექნება.

აქ ირანი არარაფერ შუაში აღააა, რადგან ტრამპის თემა აშშ-ს შიდაპოლიტიკური თემაა. მას დემოკრატების დასაშანტაჟებლად მხოლოდ ირანში ომის დაწყება დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს რომ ტრამპი იძულებული იქნება ეს რესურსი გამოიყენოს.

როგორც ამბობენ, თუ ტრამპი დემოკარტებს არ გაურიგდება, თავისი როლის მინიმიზირების საკითხზე, პირველ რიგში აალაპარაკებენ უიტკოფს, ანუ დაუწყებენ სენატსა და კონგრესში დაბარებასა და დაიწყება დაუსრულებელი დაკითხვები

ტრამპს თხოვენ დაითხოვოს მთავრობის ნაწილი. ირანის ომის აცილების ერთადერთი ვარიანტი არის დემოკრატებთან დემოკრატების კულუარული გარიგება.

საქართველოში ცოტა სხვა კუთხით უყურებენ მსოფლიოში მიმდინარე პრობლემებს. ბევრს უმთავრესი საკითხი მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომი ჰგონიათ.

ჰიბრიდული ომის შედეგია ეს კოალიციები, მათ შორის სამხეთ ამერიკაში. ბრაზილიაში ტრამპსა და მასკს ბრძოლა მოუგო არა მარტო ბრაზილიის პოლიტიკურმა ოპოზიციამ, არამედ, მათ დაეხმარნენ ევროპიდან ძალიან სერიოზულულად.

ინგლისის სამეფო, ჩრდილოეთ ევროპის მონარქიები თავისი კოლოსალური რესურსებით. ბრაზილიაში საფეხბურთო გუნდების რესურსებიც კი იქნა გამოყენებული. ბრაზილიაში კი ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც ხალხს ალბათ ყველაზე მეტად უყვარს.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ტრამპისტებსა და ანტიტრამპისტებს შორის სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა გაიმართა ამერიკაში, ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში. შედეგად ტრამპი ყველგან დამარცხდა.

- აშშ-ში აქტიუარად საუბრობენ იმაზე რომ სენატსა და კონგრესში დაიბარებენ ტრამპის სიძეს და უიტკოფს, რომლებიც პუტინთან მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული.

ისეთი პირი უჩანს, რომ თუ მათ მიმართ საჯარო ინტერესი სერიოზულად აგორდა, ტრამისა და პუტინის ურთიერთობებზე არა ერთი სკანდალური ინფორმაცია გახდეს ცნობილი. აშშ-ს შიდა პოლიტიკაში ეს ხაზი გაგრძელდება თუ არა?

- თუ ეს პროცესი გაგრძელდა ეს უპირველესად უიტკოფს შეეხება. უიკოფი ნიუ-იორკელი დეველოპერია, რომელიც თავის დროზე ნიუ-იოკის მერ ჯულიანისთან იყო დაახლოებული. როგორც ამბობენ, მისი საშუალებით დეველოპერები ნიუ-იორკში იგებდნენ ტენდერებს და ასე შემდეგ.

როგორც ამბობენ იგი ტრამპს სწორედ იმ პერიოდიდან დაუახლოვდა და ახლა ტრამპს მისით აშანტაჟებენ. როგორც ამბობენ, თუ ტრამპი დემოკარტებს არ გაურიგდება, თავისი როლის მინიმიზირების საკითხზე, პირველ რიგში აალაპარაკებენ უიტკოფს, ანუ დაუწყებენ სენატსა და კონგრესში დაბარებასა და დაიწყება დაუსრულებელი დაკითხვები. არაა გამორიცხული იგი ყველა კომისიაში იქნას დაბარებული. ფინანსურ საკითხებზე, დაზვერვის საკითხებზე, სამხედრო კომისიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

არ მჯერა რომ გალუზინ-ზურაბიშვილის შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. ეს კაპიტულაციის ადეკვატური იქნება და გაუგებარია ეს რატომ უნდა გააკეთონ. მოსკოვს ადა თბილისს შორის კომუნიკაციის არხის არსებობაში საფრთხეს ვერ ვხედავ

უიტკოფის ბიოგრაფიაში რამდენჯერმე აქვს გაკეთებული ის, რაც ახლა მისგან უნდათ. სასამართლოში მას ხელი აქვს დადებული მის ყოფილ კამპანიონებზე. ანუ უნდათ რომ დაუპირისპირონ ტრამპს. არ ვიცი როგორ განვითრადება პროცესები, მაგრამ განტევების ვაცად რომ უიტკოფის წარმოჩენა უნდათ, ეს ჩანს.

- პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მისი მიერ დანიშნული სპეცწარმომადგენელი და იმავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გალუზის მალე შეხვდება.

თავად გიორგი ზურაბიშვილმა ბრიუსელში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა რომ რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატი შენარჩუნდება. თუ ისევ გალუზინ-ზურაბიშვილის შეხვედრას დავუბრუნდებით, ბევრი შენიშნავს რომ ახლა მნიშველოვანია ეს შეხვერა მოსკოვში არ გაიმართოს, რადგან ეს „საქართველოსთვის სამარცხვინო იქნება“. ბევრი შეხვედრის ადგილად პრაღას ასახელებს.

ვითარებაში როცა რუსეთი ნატოსაგან 1997 წლების საზღვრებში დაბრუნებას მოითხოვს, ასევე ფინეთისაგან ნატოდან გამოსვლას, ხოლო ოფიციალურ თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან საზღვრის დემარკაციის პროცესის დადგენას და ასვე სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე ხელმოწერას მოითხოვს, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს გალუზინ-ზურაბისვილის შეხვედრისაგან?

- არ მჯერა რომ გალუზინ-ზურაბიშვილის შეხვდერა მოსკოვში გაიმართება. ეს კაპიტულაციის ადეკვატური იქნება და გაუგებარია ეს რატომ უნდა გააკეთონ. მოსკოვს ადა თბილისს შორის კომუნიკაციის არხის არსებობაში საფრთხეს ვერ ვხედავ. გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი.

ჩვენ, ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობისას შეიძლება დაიხვიოს ის მოთხოვნა რაც მოსკოვმა კოლექტიურ დასავლეთს წაუყენა და კავკასიასაც ეხება. მხედველობაში მაქვს ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენც შეიძლება რუსებს მოვთხოვოთ 1997 წლის რეალობაში დაბრუნება. ამ რეალობაში დაბრუნება საქართველოს აწყობს.

გადმოგვაბარონ ჩვენი ორი კუთხე, რაც ჩვენგან წაიღეს. რუსეთთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე ვეჭვობ რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემაზე საუბარი მოსკოვთან გაბედოს. მთავარი ის კი არ არის გალუზინ-ზურაბიშვილი შეხვედრაზე რას გადაწყვეტენ, თუმცა, ასეთი შეხვედრების გამართვაში ვხედავ საფრთხეს.

როგორც მე ვხედავ დემოკრატების მოთხოვნებს, რომლებიც ტრამპთან კულუარულ მოლაპარაკებებში არიან, ითვალისწინებს იმასაც რომ რუბიომ მთლიანად გადაიბაროს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა დემოკრატების მონაწილეობით. ეს ჩვენთვის მთლად ცუდი რეალობა არ არის­

საქმე ისაა, რომ ტრამპის ოჯახის დასუსტებასთან ერთად ის პაქტიც ირღვევა, რომელიც ტრამპის ოჯახს გავლენიანი ნათანიაჰუს გავლით კავკასიასთან და საქართველოსთან ჰქონდა დადებული სტატუს-კვოს შენარჩუნების შესახებ.

თუ ტრამპის გავლენები დაინგრა, ეს გარიგებაც დაინგრევა და ჩვენ დავდგებით იმ რეალობის წინაშე რომ გეოპოლიტიკურ ვაკუუმს რა ამერიკელი რეალობა შექმნის. საქართველოსთან მიმართებაში რუსულ-ამერიკული მორიგება საქართველოს რეალობის მთავარი განმსაზღვრელია ხოლმე ამ 35 წლის განმავლობაში. ახლა ისაა საინტერესო, ამის შემდეგ რა იქნება.

როგორც მე ვხედავ დემოკრატების მოთხოვნებს, რომლებიც ტრამპთან კულუარულ მოლაპარაკებებში არიან, ითვალისწინებს იმასაც რომ რუბიომ მთლიანად გადაიბაროს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა დემოკარტების მონაწილეობით. ეს ჩვენთვის მთლად ცუდი რეალობა არ არის.

იმის გათვალისწინებით რომ რუბიოს აშშ-ს ევროპელ პარტნიორებთან სულ ჰქონდა ფარული ალიანსი, რის გამოც ჩახსნა ტრამპა რუბიო კავკასიის თემებიდან.

როგორც ჩანს ამ ტურბულენტურობის დანახვის გამო ბიძინა ივანიშვილმა გარკვეულ წილად შეიკავა თავი პარტიების უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესისაგან

თუ რუბიო აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში ბრუნდება ეს ერთი რეალობაა, მაშინ საქართველოსთან მიმართებაში აგრესიული არ იქნება, მაგრამ თუ რუბიოს მოყვნენ მისი და დემოკრატების მოკავშირეები ევროპაში, რომლებსაც რუსებთან საკუთარი ანგარი აქვთ, მაშინ ახალ რეალობაში გარიგების დადება საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რუბიოს რუსებთან ძალიან გაუჭირდება.

ამიტომ შესაძლოა, გარკვეული ტურბულენტური პროცესები დაიწყოს როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთ.

მე ვხედავ ამ პროცესების ანატომიას, მიდგომას საქართველოს რეალობასთან. როგორც ჩანს ამ ტურბულენტურობის დანახვის გამო ბიძინა ივანიშვილმა გარკვეულ წილად შეიკავა თავი პარტიების უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესისაგან.

როგორ განვითარდება, განაახლებს თუ არა რუბიო ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობას, ესეც საინტერესოა. კარგი იქნებოდა თუ რუსებთან მოხდება მოლაპარაკება რუბიოსი. ტრამპის ოჯახის ინტერესები წარსულს ბარდება.

- მასე, მალე რუბიოც ჩაბარდება ისტორიას...

- დემოკრატებს ტრამპის იმპიჩმენტი არ უნდათ. დემოკრატებს ტრამპი უნდათ დასუსტებული და დასუსტებულ ტრამპთან გარიგება რომ დარჩენილ დროში ტრამპის ძალაუფლება შეკვეცილი იყოს.

ამას დათანხმდება თუ არა ტრამპი მალე გავიგებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კავკასიის პოლიტიკაში რუბიო მარტო დაუბრუნდება ამერიკის სახელით თუ ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

რუბიო რჩებ, ეს აშშ-ს გავლენიანი კლანების უპირობო გადაწყვეტილებაა. 3 იანვრის შემდეგ მას ბარდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და მის ოფისთან ისეთი საქმიანი ურთიერთობები უნდა ავაწყოთ რომ ამერიკელებს კავკასიაში ევროპელების ჩართვის მოტივაცია არ გაუჩნდეთ. ევროპელების აქ გამოჩენა რუსეთთან გეოპოლიტიკურ კონფქლიქტს დაქოქავს და ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი