ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

ალტე უნივერსიტეტმა ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module-ის კონკურენტულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და პროექტის - BRIDGE2EU: ECHR Standards as a Bridge to EU Law: CJEU Case-Law and Domestic Adjudication in Georgia - განსახორციელებლად დაფინანსება მოიპოვა.

Jean Monnet Module ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის საგრანტო მიმართულებაა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროკავშირის შესახებ სწავლების, კვლევისა და აკადემიური დისკუსიის განვითარებას ემსახურება.

პროექტს ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2026-2029 წლების განმავლობაში განახორციელებს. BRIDGE2EU-ის მიზანია უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და კვლევის გაძლიერება. პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართლის უკეთ გააზრებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების საფუძველზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის სიღრმისეულ შესწავლას.

„Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვება ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. BRIDGE2EU უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო გააძლიეროს ევროპულ აკადემიურ სივრცესთან კავშირები, განავითაროს საერთაშორისო თანამშრომლობა და ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და კვლევის მიმართულებით შექმნას მდგრადი აკადემიური რესურსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის შედეგები გრძელვადიანად აისახება როგორც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოზე, ისე სტუდენტებისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებაზე“ - ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ბაქაქური.

პროექტის ფარგლებში:

  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებისთვის შემუშავდება და განხორციელდება სამი სასწავლო კურსი;
  • სტუდენტებისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება პრაქტიკაზე ორიენტირებული სემინარები და ვორკშოპები;
  • მომზადდება თანამედროვე სასწავლო მასალები და ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკაზე დაფუძნებული კვლევითი რესურსები;
  • ჩატარდება ევროკავშირის სამართლის თემატიკის საჯარო ლექციები და სხვა აკადემიური ღონისძიებები;
  • სამართლის პროფესიონალებისთვის გაიმართება სპეციალური ტრენინგები.

„BRIDGE2EU ხელს შეუწყობს ალტე უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და კვლევის ინსტიტუციურ გაძლიერებას და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებში ევროპული სამართლებრივი სტანდარტების ინტეგრირებულად დანერგვას. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროკავშირის სამართალი შეისწავლონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. შექმნილი სასწავლო კურსები და რესურსები უნივერსიტეტისთვის გრძელვადიან აკადემიურ საფუძვლად დარჩება, ხოლო სამართლის პროფესიონალებისთვის დაგეგმილი ტრენინგები გააძლიერებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკას შორის კავშირს” - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი, ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ქეთევან ცხადაძე.

პროექტის აკადემიურ გუნდში ქეთევან ცხადაძესთან ერთად მონაწილეობენ ალტე უნივერსიტეტის პროფესორი ნანა მჭედლიძე, საერთაშორისო ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი და მოწვეული ლექტორები - ნინო ლობჟანიძე და ნინო მიშიძე.

BRIDGE2EU ხელს შეუწყობს ალტე უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის სწავლების მდგრად განვითარებას, თანამედროვე აკადემიური რესურსების შექმნასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს