“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური

1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ბაკალავრის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობებში, რის შემდეგაც კავკასიის ბიზნეს სკოლაში (თბილისი, საქართველო) განაგრძო სწავლა, საიდანაც 2001 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირებაში.

2010 წელს ეკა გიგაურმა მეორე სამაგისტრო პროგრამა დაასრულა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (ამსტერდამი, ნიდერლანდები).

კურსის დასრლების შემდეგ მას სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. გარდა ზემოაღნიშნული აკადემიური პროგრამებისა, 2007 წელს მან გაიარა უფროსი აღმასრულებლის სასემინარო კურსი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპულ ცენტრში (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია).

2017 წელს დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის კურსი.

1996 წელს საქმიანობა დაიწყო საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში სტაჟირებით.

1999 წელს მან საკუთარი საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში (სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი) სპეციალისტის პოზიციაზე. სტაჟირება გაიარა და მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გაეროს ოფისში 1999-2000 წლებში. 2001-2002 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის პოზიციაზე.

2002-2004 წლებში როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორმა, მუშაობა განაგრძო “მერიოტ ინტერნეშენალში”.

2004 ოქტომბრიდან 2008 ნოემბრამდე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

2005 წელს იგი დაწინაურდა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის პოზიცია დაიკავა, სადაც სასაზღვრო პოლიციის რეფორმებს კურირებდა. იყო ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოლაპარაკების სახელმწიფო კომისიის წევრი.

2008 წელს თავად დატოვა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

2009-2010 წლებში გადაინაცვლა ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაცია - “კაუკასუს ინტერკონექტში” (ჰააგა, ნიდერლანდები), სადაც ექსპერტის პოზიციას იკავებდა.

2010 წლის ნოემბრიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. ეკა არის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის წევრი. ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო გამგეობის წევრი. ასევე საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ეკა იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
გიორგი გახარია
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო? - ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება უნდა
შალვა პაპუაშვილი ესტონეთში მიღებულ აკრძალვაზე - ისინი არიან არისტოკრატები, ჩვენ გლეხი ხალხი ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ის კანონები, რაც გვაქვს - ეს ხუმრობა იმის მაჩვენებელია, რეალურად, როგორ საერთაშორისო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის შიგნით
ეკა გიგაური ნიდერლანდების პარლამენტში - საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტების გამოყენებას - არ გთხოვთ, ჩვენ ნაცვლად იბრძოლოთ, მაგრამ მხარდაჭერა განსაზღვრავს, მიგვიყვანს თუ არა ბრძოლა დემოკრატიულ მომავლამდე
შალვა პაპუაშვილი - ვისაც სურს იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლია ჩამოვიდნენ და დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს, რომ ქვეყანა გახადონ თავდასხმის ობიექტი
შალვა პაპუაშვილი - 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ, როგორც ხელისუფლება არ ვსაუბრობთ ევროპული კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე, მაგრამ პლუს-მინუსები შეიძლება იყოს განხილული, რომ ჭარბი მოლოდინები არ შეიქმნას
ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიაზე - ის უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ, რომ მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები სხედან ციხეში
ნიკა გვარამია - 40-ტომიან საქმეში სულ ორი წინადადებაა, სადაც ნახსენები ვარ და წერია, არ ვიცით, იდგა თუ არა იქო - წინა საქმეში ის მაინც ვიცოდი, დანაშაულად რა ჩათვალა პროკურატურამ, იქ ზმნები მაინც იყო, აქ ზმნებიც არაა, რა გავაკეთე?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
შალვა პაპუაშვილი - თბილისში არ იმყოფებიან კონგრესმენები, ისინი არიან კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები, კონგრესმენების მრჩევლები - პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება
ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ეკა გიგაური - გამოკითხვის დროს საუბარი იყო, ავიღე თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარში, რაც ჩემთვის  გაუგებარი კითხვაა - ამ ყველაფერს აკეთებენ, რათა გადაფარონ სავარაუდო დანაშაული, რომ ხალხის წინააღმდეგ ქიმიური საშუალება იყო გამოყენებული
ეკა გიგაური გამოკითხვამდე - თეატრალურ წარმოდგენას ვუყურებთ, ექიმებსა და დაზარალებულებს იწვევენ გამოკითხვაზე და არა მათ, ვინც შესაძლოა, დანაშაულში გარკვეული როლი ითამაშეს - შემიძლია ვთქვა, რომ მეც ცუდად ვგრძნობდი თავს დარბევების შემდეგ
სუს-მა ეკა გიგაური გამოკითხვაზე დაიბარა - მან გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისი -  მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და დაშინება და დაიცვას გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებები
ირაკლი კობახიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - კონკრეტულმა „ენჯეოებმა" სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, რაც არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა
პროკურორი - დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ კოორდინირებულად - ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა, რომ იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის აქციების ორგანიზებაში
ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება