ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც „ენჯეო“, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ აღიარება

ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებენ, ისინი ყოველთვის მოქმედებენ დაკვეთებით.

„დიდხანს იკავებდნენ თავს სრული ლუსტრაციისგან, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ იმის აღიარება, რომ არიან პოლიტიკური პარტიის ჩვეულებრივი დანამატი. არასდროს არ იყო ეს არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან, როდესაც უპასუხა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის თაობაზე დასმულ კითხვას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში