“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური

1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ბაკალავრის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობებში, რის შემდეგაც კავკასიის ბიზნეს სკოლაში (თბილისი, საქართველო) განაგრძო სწავლა, საიდანაც 2001 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირებაში.

2010 წელს ეკა გიგაურმა მეორე სამაგისტრო პროგრამა დაასრულა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (ამსტერდამი, ნიდერლანდები).

კურსის დასრლების შემდეგ მას სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. გარდა ზემოაღნიშნული აკადემიური პროგრამებისა, 2007 წელს მან გაიარა უფროსი აღმასრულებლის სასემინარო კურსი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპულ ცენტრში (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია).

2017 წელს დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის კურსი.

1996 წელს საქმიანობა დაიწყო საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში სტაჟირებით.

1999 წელს მან საკუთარი საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში (სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი) სპეციალისტის პოზიციაზე. სტაჟირება გაიარა და მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გაეროს ოფისში 1999-2000 წლებში. 2001-2002 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის პოზიციაზე.

2002-2004 წლებში როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორმა, მუშაობა განაგრძო “მერიოტ ინტერნეშენალში”.

2004 ოქტომბრიდან 2008 ნოემბრამდე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

2005 წელს იგი დაწინაურდა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის პოზიცია დაიკავა, სადაც სასაზღვრო პოლიციის რეფორმებს კურირებდა. იყო ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოლაპარაკების სახელმწიფო კომისიის წევრი.

2008 წელს თავად დატოვა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

2009-2010 წლებში გადაინაცვლა ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაცია - “კაუკასუს ინტერკონექტში” (ჰააგა, ნიდერლანდები), სადაც ექსპერტის პოზიციას იკავებდა.

2010 წლის ნოემბრიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. ეკა არის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის წევრი. ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო გამგეობის წევრი. ასევე საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ეკა იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც „ენჯეო“, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ აღიარება
შალვა პაპუაშვილი - ზეწოლა იყო, რომ სააკაშვილი კვდებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ არათუ რამე დაემართა, შვილიც ეყოლა - ახლა ეკა გიგაურს აქვს დავალება, რომ დაიხსნას დიქტატორი, ის ამ ყველაფერში პაიკია, ამიტომ, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას
ლევან მაჭავარიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ პოლიტპატიმართა სიაში სააკაშვილის შეყვანაზე - მათ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ვერ გაუძლეს ამ წნეხს, სავარაუდოდ, ამიტომ შეიყვანეს - სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის
პრემიერი - ეკა გიგაურიც ერთ-ერთი უცხოელი აგენტია - თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ვერ ასწავლის, რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები
ეკა გიგაური - პარტნიორებისგან გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა საქართველოში რუსული ოლიგარქიული მმართველობის მიმართ: პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, მიზნობრივი სანქციები - ნუ დატოვებთ მოქალაქეებს მარტო რეჟიმის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი ნანი ბრეგვაძეზე - ადამიანებს, რომლებსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის მიმართ, მიმართ, რა თქმა უნდა, სათანადო მოპყრობა სჭირდებათ
ლევან მაჭავარიანი - აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, ისეთი დოზით გაქვთ უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები და ფარისევლობა, რომ ტრაგედიაა თქვენი პოლიტიკაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა
ლევან მაჭავარიანი - „ნაცებმა“ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა და რომ მათი მთავარი მოტივატორი არის ფული და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე - ვაკვირდებით, როგორ ეზიზღებათ ერთმანეთი და იბრძვიან ფავორიტობისთვის
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ეკა გიგაური - ავტორიტარებსა და დიქტატორებს გარემოცვის უსაფუძვლოდ არ ეშინიათ, კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ თავად არ დაასწრო
ლევან მაჭავარიანი - აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ამის შემდეგ კი ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას!
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საჩივარზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიკაციის მეორე ეტაპი დაიწყო - იუსტიციის სამინისტროს 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს საჩივრებს და სასამართლოს კითხვებს
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო? - ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება უნდა
შალვა პაპუაშვილი ესტონეთში მიღებულ აკრძალვაზე - ისინი არიან არისტოკრატები, ჩვენ გლეხი ხალხი ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ის კანონები, რაც გვაქვს - ეს ხუმრობა იმის მაჩვენებელია, რეალურად, როგორ საერთაშორისო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის შიგნით
ეკა გიგაური ნიდერლანდების პარლამენტში - საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტების გამოყენებას - არ გთხოვთ, ჩვენ ნაცვლად იბრძოლოთ, მაგრამ მხარდაჭერა განსაზღვრავს, მიგვიყვანს თუ არა ბრძოლა დემოკრატიულ მომავლამდე
გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში