პრემიერი - ეკა გიგაურიც ერთ-ერთი უცხოელი აგენტია - თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ვერ ასწავლის, რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები

ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით.

„ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ. თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ვერ ასწავლის ეს ადამიანი რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები. ჩვენი ქვეყანა იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით და ასე ვაპირებთ ქვეყნის მართვის გაგრძელებას“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა