შალვა პაპუაშვილი ესტონეთში მიღებულ აკრძალვაზე - ისინი არიან არისტოკრატები, ჩვენ გლეხი ხალხი ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ის კანონები, რაც გვაქვს - ეს ხუმრობა იმის მაჩვენებელია, რეალურად, როგორ საერთაშორისო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის შიგნით

ესტონეთი ევროკავშირის წევრია და რა უნდა ვთქვათ? ისინი არიან არისტოკრატები, ჩვენ გლეხი ხალხი ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ის კანონები, რაც გვაქვს. სინამდვილეში, ეს ხუმრობა სწორედ იმის მაჩვენებელია, რეალურად, როგორ საერთაშორისო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის შიგნით, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ესტონეთში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღება აეკრძალათ.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკაში საქართველოსთან დაკავშირებით ნურც სამართლიანობას, ნურც ევროპულობას ნუ ეძებთ“.

„ასეთი ცინიზმი, ასეთი აროგანტულობაა, როდესაც თბილისისხელა ესტონეთი საქართველოს შენიშვნებს აძლევს და კარნახობს, რა უნდა მიიღოს და რა არა… მათთვის ყველაფერი ხსნილია, რაც უნდათ, ის უნდა აკეთონ. ეს არ არის ერთადერთი საკითხი. შეგახსენებთ, რომ ბევრი ასეთი რამ აქვთ მიღებული. ტალინის მოსახლეობას, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უფლება ჩამოართვეს ადგილობრივ არჩევნებზე და კაციშვილს ხმა არ ამოუღია ამაზე, აბა, ჩვენ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, როგორი რეაქცია იქნებოდა მათი მხრიდან. თუმცა, ნუ ეძებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკაში საქართველოსთან დაკავშირებით ნურც სამართლიანობას, ნურც ევროპულობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა, კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოა და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს არსებითად ეწინააღმდეგება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და ეკა გიგაურმა წერონ ესტონეთის მთავრობაზე და მიღებულ კანონებზე. ის არის ესტონეთში რეგისტრირებული და დიდი ალბათობით, ესტონეთისგან დაფინანსებული ადამიანი, რომელიც უცხოეთიდან თანხას იღებს იმისთვის, რომ საქართველო დააზიანოს.ასე, რომ წეროს ესტონეთზე. საქართველოსთან დაკავშირებით მისი აზრები უინტერესოა, ვინაიდან პირდაპირ ცნობილია, რომ ეს არის უცხოური დაკვეთა ქვეყნის დასაზიანებლად. სინამდვილეში,ეს ჩვენ ბევრ რამეში გვიადვილებს საქმეს. რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ ახლა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული, რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან სწორედ მათი გამჟღავნებული რუპორები არიან საქართველოში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა