„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა

„ვისოლმა“ აპლიკაციაში „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა. Wissol Links-ის ფარგლებში, საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შემდეგ, „ვისოლი“ პარტნიორობას სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ აგრძელებს. შეთავაზების პერიოდში „ალდაგის“ მომხმარებლები „ვისოლის“ სადგურებზე თითოეულ ლიტრ საწვავზე 20-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„ვისოლისა“ და „ალდაგის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებს საწვავზე სპეციალურ ფასდაკლებასთან ერთად „ვისოლის“ აპლიკაციაში სხვა საინტერესო შეთავაზებებიც ელით.

“„ვისოლის“ აპლიკაციის განვითარება ავტომობილის მფლობელებისთვის ყოველდღიურად საჭირო სერვისებისა და შეთავაზებების ერთ სივრცეში გაერთიანებას ისახავს მიზნად. ციფრული ტრანსფორმაციის ამ ეტაპზე, Wissol Links-ის პროექტის ფარგლებში, ვგეგმავთ სხვადასხვა სექტორში ლიდერი კომპანიების ლოიალობის სისტემებთან ინტეგრაციას და მათი მომსახურებების ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივად და ხელმისაწვდომად შეთავაზებას.

საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შემდეგ, „ალდაგთან“ პარტნიორობა ამ მიმართულების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ვფიქრობთ, მსგავსი პარტნიორობები მომხმარებლისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის და მომავალშიც არაერთ საინტერესო შეთავაზებას გავაერთიანებთ „ვისოლის“ აპლიკაციაში“, - აცხადებს ჯაბა ბოკუჩავა, „ვისოლის“ მარკეტინგისა და ციფრული განვითარების ხელმძღვანელი.

აქციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებს, საწვავის ყოველთვიური მოხმარების შესაბამისად, „Gold“ სტატუსის შენარჩუნების შესაძლებლობა ექნებათ, რაც ლიტრ საწვავზე 20-თეთრიან ფასდაკლებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თითოეული ტრანზაქციისას მომხმარებლები „ვისოლის“ აპლიკაციაში ბონუს ქულებს დააგროვებენ, რომელთა გადაცვლაც „ვისოლსა“ და „სმარტიში“ პროდუქტებსა და მომსახურებებში იქნება შესაძლებელი.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები