შალვა პაპუაშვილი - ზეწოლა იყო, რომ სააკაშვილი კვდებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ არათუ რამე დაემართა, შვილიც ეყოლა - ახლა ეკა გიგაურს აქვს დავალება, რომ დაიხსნას დიქტატორი, ის ამ ყველაფერში პაიკია, ამიტომ, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას

პირდაპირი ზეწოლა იყო, რომ სააკაშვილი კვდებოდა, რამდენიმე დღეში მოკვდებოდა, თუ არ გადავცემდით ევროკავშირის წარმომადგენლებს. ვნახეთ, არათუ რამე დაემართა, ამის შემდეგ შვილი ეყოლა და ძალიან ჯანსაღადაც გამოიყურება სასამართლო პროცესებს ვინც ადევნებს თვალ-ყურს - კამპანიის ნაწილი, რომ დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი ციხიდან, ეს დავალება აქვს ახლა მიცემული ეკა გიგაურს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანას“ ეხება.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ამ სიაში შეყვანა მის ციხიდან დახსნას ემსახურება. პაპუაშვილი ამბობს, რომ მომძებნიან იმას, ვინც აფინანსებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ და მოძებნიან, „საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის სულის ჩამდგმელს“.

„ამ სიას ვინც ადგენს, ეგა გიგაური, არის მე-17 ხარისხის ამ ისტორიაში, მნიშვნელოვანი არის, ვინ აფინანსებს, ეს უნდა გაირკვეს, ვინ არის დამფინანსებელი. მალავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ვიცით, რომ ესტონეთში არიან დარეგისტრირებული და ესტონეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან. არ ვიცი, ესტონეთი აფინანსებს, თუ რომელი სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ მე მგონი, ახლა უკვე პრინციპულია გაირკვეს, ვინ აფინანსებს ამ ჯგუფს, ვინაიდან როცა მოვძებნით დამფინანსებელს მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ, რომ დაიხსნან პატიმრობიდან და ამას ცდილობენ, უკვე 5 წელია მისი პატიმრობიდან, ამას ცდილობენ სხვადასხვა მანქანებით. გახსოვთ, რომ პოლონეთის მთავრობამ ექიმიც კი შეაპარა სპეციალური დავალებით მიხეილ სააკაშვილთან, რომ წინდით უნდა გამოეტანა რაღაცები, დააკავეს და სირცხვილში ჩავარდა მთლიანად პოლონეთის მთავრობა, რომ ასეთი რამ იკადრეს. ვნახეთ, ევროკავშირის ყალბი დემარში იუსტიციის მინისტრთან, როდესაც იუსტიციის მინისტრზე იყო პირდაპირი ზეწოლა, რომ სააკაშვილი კვდებოდა, ეს იყო დღეების ამბავი და ის რამდენიმე დღეში მოკვდებოდა, თუ არ გადავცემდით ევროკავშირის წარმომადგენლებს სააკაშვილს და თუ მოკვდებოდა, მერე საქართველო საერთოდ კეთროვანივით გახდებოდა ყველასთვის. ვნახეთ, არათუ რამე დაემართა, ამის შემდეგ შვილი ეყოლა და ძალიან ჯანსაღადაც გამოიყურება სასამართლო პროცესებს ვინც ადევნებს თვალ-ყურს. აი, ამის მკადრებელ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, ამიტომ რა თქმა უნდა, ესეც არის ამ კამპანიის ნაწილი, რომ დაიხსნან დიქტატორი, საკუთარი აგენტი ციხიდან, ეს დავალება აქვს ახლა მიცემული ეკა გიგაურს, ის ამ ყველაფერში პაიკია ჩვეულებრივი, რომელიც ასრულებს უცხო დამფინანსებლების დავალებას, ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას. მოვძებნით დამფინანსებელს, მოვძებნით საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის სულის ჩამდგმელს და ავტორს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, 2026 წლის ივლისში მას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართეს და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის - ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“ მასალები გადასცეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ 5-დან 4 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ორგანიზაციის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შეფარდების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არსებითად უსამართლოა და ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში