Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის

დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და გამეცნო Kursi.ge-ს განვითარების შედეგები და მისი ეკონომიკური ეფექტი:

2025 წლის იანვრიდან მოსახლეობამ და ბიზნესმა დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაზოგა;

GITA-ს გრანტის ფარგლებში მიღებულ ყოველ 1 ლარზე ეკონომიკური ეფექტი დაახლოებით 2,300 ლარს შეადგენს;

ხელს ვუწყობთ ფინანსურ სექტორში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას;

ციფრული ტრანზაქციები ეტაპობრივად ანაცვლებს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას.

Kursi.ge - გეგმით ჯამში, 2025-2029 წლებში 1.5 მილიარდი ლარის დაზოგვას შეძლებს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის

Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა - ვართ GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, გვაქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი, საწყის ეტაპზე კი ვისარგებლეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით.

პრემიერ-მინისტრმა კომპანიის სამომავლო განვითარების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მთავრობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და სტარტაპ-ეკოსისტემისა და ფინტექ სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის.

წინ კიდევ ბევრი საქმე გველის.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში