გრიგოლ გეგელია - ევროპარლამენტის დებატები კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირში საქართველოს ავტოკრატიულ რეჟიმთან დაკავშირებით ცემენტდება აზრი, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები და რომ ეს რეჟიმი ბლოკავს ხალხის გზას ევროკავშირისკენ

ევროპარლამენტის დებატები კიდევ ერთი კარგი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირში საქართველოს ავტოკრატიულ რეჟიმთან დაკავშირებით სულ უფრო მყარდება და ცემენტდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები, რომ ეს რეჟიმი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბლოკავს ქართველი ხალხის გზას ევროპული კავშირისკენ,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს რეჟიმი საქართველოს ტოვებს იზოლირებულ, ნაცრისფერ ჭაობში, სადაც არ არის მშვიდობა და სტაბილურობა“.

„ევროპარლამენტის დებატები კიდევ ერთი კარგი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ავტოკრატიულ რეჟიმთან დაკავშირებით აზრი სულ უფრო მყარდება და ცემენტდება ევროკავშირში. აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რეჟიმს ჰყავს პოლიტპატიმრები, ეს რეჟიმი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბლოკავს ქართველი ხალხის გზას ევროპული კავშირისკენ - შესაბამისად, მეტი სიმდიდრისკენ, მეტი უსაფრთხოებისკენ, მეტი მშვიდობისკენ მიმავალ გზას. შედეგად, ეს რეჟიმი არის ის რეჟიმი, რომელიც საქართველოს ტოვებს იზოლირებულ, ნაცრისფერ ჭაობში, სადაც არ არის მშვიდობა, არ არის სტაბილურობა. სადაც არის არა წესებზე დაფუძნებული წესრიგი, არამედ სრული ხდომილობა, სრული რისკი, სადაც არ კეთდება არაფერი იმისთვის, რომ მოქალაქემ იცხოვროს სრულფასოვნად და მშვიდობიანად“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გარდა ამისა, გეგელია გამოეხმაურა სუს-ში მიმდინარე გამოკითხვებს და აღნიშნა, რომ „საქართველოში ირანის გავლენების გამოსარკვევად სუს-ის შესაბამისი სამსახურები უნდა მუშაობდეს“.

„ეს არის ადამიანებზე ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითი. თავისუფალი აზრის გამო, რომელიც აბსოლუტურად ჯდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებში, ვიღაცებზე მიმდინარეობს დაკითხვა. ნაცვლად გივი თარგამაძის, თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის თუ სხვათა დაკითხვისა, სუს-მა რეალურად უნდა გადადგას ნაბიჯები იმ საკითხის გამოსარკვევად, რაზედაც ეს ადამიანები საუბრობენ. თუ სუს-ს სჭირდება, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაკითხოს ან ყოფილი პარლამენტარი, გიორგი კანდელაკი იმისთვის, რომ გამოარკვიოს რა გავლენები აქვს აქ ირანს, სუს-ი ვერ ყოფილა მთლად კარგად. სუს-ს არ უნდა სჭირდებოდეს ამაზე გამოკითხვა, თვითონ უნდა მუშაობდეს სუს-ის შესაბამისი სამსახურები იმაზე, რომ ძალიან დეტალიზებულად იცოდნენ რა ტიპის ქსელი აქვს აქ ირანს“,- განაცხადა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები