თინა ხიდაშელი - მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! - იქნებ, ხვალიდან, ერთიანობის დიდებულებამ დათრგუნოს უდიდესი სიძულვილი, რომელიც წალეკვით გვემუქრება

მადლობა, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა, ერთად ლოცვა, თანაცხოვრება და თანადგომა კიდევ ერთხელ შეგვაძლებინე! - მშვიდობით უწმინდესო!- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ „იქნებ ამ დღეებში განცდილმა ერთიანობის დიდებულებამ დათრგუნოს ის უდიდესი სიძულვილი, აუტანლობა, ზიზღი რომელიც წალეკვით გვემუქრება“.

„მშვიდობით უწმინდესო!

მადლობა, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა, ერთად ლოცვა, თანაცხოვრება და თანადგომა კიდევ ერთხელ შეგვაძლებინე!

იქნებ, ხვალიდან, ამ დღეებში განცდილმა ერთიანობის დიდებულებამ დათრგუნოს ის უდიდესი სიძულვილი, აუტანლობა, ზიზღი რომელიც წალეკვით გვემუქრება“,- წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.

მსახურებას ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში