შალვა პაპუაშვილი - ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიული ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს - მათი წარმოდგენით, "წმინდა ქალაქში" შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა - როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელიდან სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს და ოპონენტებს, რომლებსაც ის „სექტად“ მოიხსენიებს, ისტერიაში ადანაშაულებს.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, მათი წარმოდგენით, ბრიუსელში შესვლისას საკუთარი აზრი შესასვლელშივე უნდა დატოვო.

„ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიული ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემს მიერ მათი ბუნების აღწერაზე.

პირველი შთაბეჭდილება უკვე შთამბეჭდავია: პასუხის გაცემის მცდელობისას სექტის წევრები თავადვე ადასტურებენ ტექსტში აღწერილ ნიშნებს. ამიტომ ამ გამოხმაურებებს პერიოდულად, კონკრეტული მაგალითებით დავუბრუნდები.

პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“.

მათი წარმოდგენით, "წმინდა ქალაქში" შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები.

და როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?

სწორედ აქ იწყება ისტერია. დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მათთვის მკრეხელობად იქცევა. ხოლო ის, რაც რწმენას ბზარს უჩენს, მყისიერად უნდა განიდევნოს. ვინც ქედს არ იხრის, სიტყვიერად ჩაიქოლოს.

როგორც ჩანს, მათი წარმოდგენით, ბრიუსელში შესვლისას საკუთარი აზრი შესასვლელშივე უნდა დატოვო.

ფოტოზე: ქანდაკება ბელგიის ქალაქ ნამიურში - "უტოპიის ძიებაში"“, - წერს შალვა პაპუაშვილი და აქვეყნებს ქანდაკების ფოტოს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა