არჩილ გორდულაძე - ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თვითონ ევროკავშირში მოძებნონ და თავიანთ გადაწყვეტილებებს გადახედონ! - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებად სჭირდება ევროკავშირს საქართველო

ევროკავშირის ინტერესებიდან და პრაგმატული მიდგომიდან გამომდინარე, ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თვითონვე მოძებნონ და თავიანთ გადაწყვეტილებებს გადახედონ! - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებად სჭირდება ევროკავშირს საქართველო, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელმაც თქვა, რომ “მნიშვნელოვანია ბრიუსელი დიალოგის გზას დაუბრუნდეს“.

გორდულაძემ დღეს “შუა დერეფნისა“ და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენი ქვეყანა აქ დიდი როლს ასრულებს და ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდეს.

ევროკავშირის მიმართ ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის არის საპასუხო. ასეთი განცხადებების ინიციატორები ჩვენ არასდროს არა ვართ. როდესაც არის თავდასხმა, თავდასხმასა და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად ვპასუხობთ ხოლმე, რადგან ასეთია ქართველი ხალხის დავალება. ჩვენ შემდგარი ქვეყანა ვართ - ყველამ კეთილი ინებოს და და პატივის სცეს მის უდიდებულესობას ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა