შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი ხალხს ღირსად არ თვლის და ამ „კორძის“ პოსტს მაშინვე გამოეხმაურა ლამის ბოდიშებით, ეს არის წაქეზება დედის გინების - პაველ ჰერჩინსკი ვერაფერსაც ვერ მიმხვდარა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ხალხს

ჩანს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც 1 200 000 ადამიანს სიტყვისა და პასუხის ღირსადაც არ თვლის და ამ „კორძის“ ერთ INSTAGRAM პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ბოდიშებით ლამის - ახლა რაც დადო ევროკავშირის საელჩომ, პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების, „მონის“ წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის. ამის წახალისებით არის დაკავებული ევროკავშირის საელჩო და მართლაც სირცხვილია უბრალოდ, რომ ერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ, რომ როგორმე „ნაცები“ მოიყვანონ ხელისუფლებაში, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომელიც ფესტივალ „კამარას“ გადადებას ეხება.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომ ტარდება კონცერტი, სადაც ევროკავშირი ფულს უხდის „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს“ და მისი დაფინანსებით იყო დაკავებული, საზოგადოება პასუხს ელოდებოდა ევროკავშირის ელჩისგან, პაველ ჰერჩინსკიგან, თუმცა ელჩი დუმდა.

„მედია მიმართავდა ევროკავშირს და პაველ ჰერჩინსკი ამაზე დუმდა და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა საქართველოს 1 200 000 მოქალაქე, რომლის მაგინებელსაც ფულს აძლევდა. პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ქართული მედია, თუმცა ქართველი ხალხის მაგინებლის ამ ერთი პოსტს, განცხადებით გამოეხმაურა. ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც 1 200 000 ადამიანს სიტყვისა და პასუხის ღირსადაც არ თვლის, ქართველებს და ამ „კორძის“ ერთ INSTAGRAM პოტს ეგრევე გამოეხმაურა, ბოდიშებით ლამის, რომ გააუქმა ეს შეხვედრა.

გუშინ, ეს ინფორმაცია რომ გავიგე, იმედი მქონდა, რომ ევროკავშირის ელჩმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ ზიზღის და ძალადობის მხარდაჭერა არის მიუღებელი საქართველოში. არ ვიცი, მისთვის პირადად, შეიძლება მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია და საქართველოში უნდა მოიქცეს ისე, როგორც ქართულ კულტურას და საზოგადოებას ეკადრება. მე ამის იმედი მქონდა, თუმცა ამ განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ვერაფერსაც ვერ მიმხვდარა. ამდენი წელია საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს არის დაცინვა. ის, რომ „ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ქართულ კულტურის მემკვიდრეობას უფრთხილდებიან“ - ანუ პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის საჯაროდ დედის გინება არის ქართული კულტურული მემკვიდრეობა. გვეუბნება, რომ „მონის“ წოდება ან „ფაშიზმი“ არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. პაველ ჰერჩინსკის თუ ჩვენ, ქართველები ფაშისტები ვგონივართ და ჰგონია, რომ საქართველოში დედის გინება საჯაროდ „მოსულა“, არ ვიცი, მაშინ, მართლა ვერაფერი გაუგია ამ ადამიანს. თუ მისი სტანდარტია, რომ დედის გინება არის გამოხატვის თავისუფლება, მივიღებთ მხედველობაში, რომ თურმე დედის გინება ყოფილა ევროპული სტანდარტი. მართლა სამარცხვინოა, რომ საქართველოში ძალადობის ერთი დაგმობა არ მოგვისმენია საქართველოში. 4 ოქტომბერს თავს დაესხნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას და ერთი სიტყვა არ დაძვრა ამასთან დაკავშირებით და ამის ნაცვლად ესარჩლება ადამიანს,რომელიც დედას აგინებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მართლა სირცხვილია, მე მგონი და ამაზე ქვემოთ დაშვება არ ვიცი, რომელიმე ელჩმა შეიძლება კიდევ იკადროს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლება უწოდოს ადამიანების საჯაროდ დედის გინებას. ახლა მაინც ხომ ხვდებით, სინამდვილეში, ვინ არის სიძულვილის წამქეზებელი საქართველოში? განცხადება ახლა რაც დადო ევროკავშირის საელჩომ, პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების. მონის, ფაშიზმის, რადიკალიზმის წოდების. ამის წახალისებით არის დაკავებული ევროკავშირის საელჩო და მართლაც სირცხვილია უბრალოდ, რომ ერთი რაღაც პოლიტიკური მიზანი აქვთ ვიწრო, რომ როგორმე „ნაცები“ მოიყვანონ ხელისუფლებაში“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის ქცევით იმედგაცრუებულია.

„იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომელმაც ქართველ ხალხს გვაჩვენა, თუ როგორ განგვიხილავს, რომ დედის გინება, „მონის“ დაძახება, ფაშიზმი და გინება ყოფილა ქართული კულტურა. ეს გაიგო ამ ადამიანმა საქართველოსგან? მერე გამოდის და დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს. ვის, რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

“როგორც დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან გავიგეთ, ალბათ, დედის გინებით უნდათ დიალოგის აღდგენა. ასეთი ფორმატში ვართ სამწუხაროდ, ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა. არ ვიცი პოლონეთში, მის სამშობლოში თუ დედის გინება ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ საქართველოში ასე არაა და მოიქცეს ისე, როგორც საქართველოს შეეფერება. რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას, როგორც კი ევროკავშირს სხვადასხვა ინსტიტუციები რადიკალიზმის მხარდაჭერას თავს დაანებებენ, იმ მომენტშივე ურთიერთობების აღდგენის გზა გამოჩნდება. დღეს ბარიერად ამ ურთიერთობაში დგას რადიკალიზმი, რომელიც წახალისებული და დაფინანსებული არის ევროკავშირის სხვადასხვა ფონდების მხრიდან და მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ევროკავშირის ელჩმა საჯარო დედის გინება პირდაპირ წაახალისა საქართველოში და მან კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა ეს. რადიკალიზმის წახალისებაა როგორც კი მორჩება ბუნებრივად აღდგება ეს ურთიერთობები, ვინაიდან რადიკალიზმი არის ის, რაც დღეს ბარიერად არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა