რომან გოცირიძე - ფასდაკლებული საქონელი აკი ერთ კუთხეში იქნებაო? - არ აწყობთ ასე, ერთად რომ დაალაგო, გამოჩნდება, რომ 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო

ხალხი ისევ მოატყუეს! აქციით ფასდაკლებული საქონლის ერთად თავმოყრა რომ გვეგონა, ესეც კი არ ყოფილა, როგორც აქამდე იყო,­ ახლაც უნდა იარო სუპერმარკეტების სივრცეში და ეძებო ფასდაკლების ნიშანი - ძველ სქემას სიახლედ გვაჩეჩებენ,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სუპერმარკეტები ძველებურად აგრძელებენ ერთმანეთში გარიგებას.

„ხალხი ისევ მოატყუეს! აქციით ფასდაკლებული საქონლის დახლიდან დახლზე გადადება და ერთად თავმოყრა რომ გვეგონა, ესეც კი არ ყოფილა. როგორც აქამდე იყო, თურმე ახლაც უნდა იარო სუპერმარკეტების სივრცეში და ეძებო ფასდაკლების ნიშანი, რომ შედარებით იაფად იყიდო რაიმე პროდუქტი. ძველ სქემას სიახლედ გვაჩეჩებენ. აბა რა გეგონათ, რძის თაროზე მაკარონს ხომ არ შემოვდებთო, ამბობენ სუპერმარკეტები. აკი სოციალური კალათაო და ერთ კუთხეში იქნებაო?არ აწყობთ ასე-ერთად რომ დაალაგო, კი გამოჩნდება, რომ 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო.

საოცრება მოვისმინეთ გუშინ: „ბი ემ ჯი“-ზე „რითეილ ასოციაცია" რომ ჰქვია,ანუ სუპერმარკეტების „ენჯეო”, მისმა უფროსმა განაცხადა, რომ პირობას ვდებთ, სუპერმარკეტებში დღეში ერთი დასახელების საქონელზე მაინც გვექნება ფასდაკლება იმ დაპირებული 15 პროდუქტიდანო. წარმოგიდგენიათ, 1 მაინც იქნება ფასდაკლებით 15-დანო!

აი, ამ შედეგით დამთავრდა პარლამენტის „ფასკომის” მუშაობა. სუპერმარკეტები კი ძველებურად აგრძელებენ ერთმანეთში გარიგებას (ეს რომ შესაძლებელი ყოფილა, თავად დაამტკიცეს) და „ოცნების” პროპაგანდის სამსახურში ჩადგნენ“,- წერს გოცირიძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო