გიორგი ქობულია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა შეცვლის

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას ისევ უარყოფს.

ქობულიას ჟურნალისტებმა დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც მისი მოადგილე ნათია თურნავა ჩაანაცვლებს.

„ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ“, - განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს