მაია ცქიტიშვილი -  არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ვერ ასწრებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ვერ ასწრებს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატ რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა, სახელმწიფო გზის მშენებლობას ასწრებს და ამ საკითხთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.

„ძალიან არასერიოზულია ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფო ვერ ასწრებს გზის მშენებლობას და სახელმწიფომ ახლა ამიტომ გადაწყვიტა, რომ ჩაშალოს ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულება. ამასთან, საერთოდ ჩაშალოს ანაკლიის პორტის პროექტის მშნებლობა, იმიტომ, რომ ბატონო რომან, გზის გაკეთებას ვერ ვასწრებთ, მაპატიეთ, ძალიან არასერიოზულია.

ეს არის ერთ-ერთი ლაიტმოტივი იმ კამპანიისა, რომელიც მათ შორის, მედია სივრცეში მიმდინარეობს, თითქოს სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, ვერ ასწრებს გზას და აქედან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვიტა პროკურატურის მეშვეობით მამუკა ხაზარაძეზე ზეწოლის მოხდენა იმისთვის, რომ ამით გზის თემა გადავფაროთ. ეს იდეა თავში არ მოგვსვლია და ერთის მხრივ აზრს მოკლებულია.

რაც შეეხება ამ გზის მოსწრებას, ტენდერი პროექტირების პროცესშია, გამოვავლენთ გამარჯვებულს, დავიწყებთ პროექტირებას, შედგენილი გვაქვს გრაფიკი, რომელიც იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს პროექტი შესრულდება. როგორც სხვა სამშენებლო პროექტებში, რა თქმა უნდა, არსებობს რისკი ამ პროექტის დაგვიანების ისევე, როგორც არსებობს რისკი პორტის მშენებლობის დაგვიანების და თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დარჩენილ წელიწადნახევარში 600 მილიონ დოლარს დახარჯავს და უზრუნველყოფს პორტს იქ, სადაც დღეს 8 მეტრის სიმაღლეზე ტალახია, დამერწმუნეთ, რომ ჩვენც ამ პერიოდის განმავლობაში გზასაც და რკინიგზასაც მივიყვანთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს წერტილი საბოლოოდ დაესვას. ამასთან, მან ეჭვქვეშ დააყენა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის შესაძლებლობა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია