პარლამენტი ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით - ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელის პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიწვია. მინისტრისადმი მათი კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას ეხება.

ინტერპელაციის ფორმატი პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს