გიგა ბოკერია - ჩვენ მოვახდენთ  ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ რეალურად დაიწყონ ტატუნაშვილ-ოთხოზორიის სიის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება  აგრესორების და მოძალადეების წინააღმდეგ

ჩვენ მოვახდენთ ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ ირაკლი კვარაცხელიასა და ყველა სხვა შემთხვევაზეც, რეალურად დაიწყონ ტატუნაშვილ-ოთხოზორიის სიის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება აგრესორების და მოძალადეების წინააღმდეგ, -ამის შესახებ „"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ემპათიის“ განცხადების კომენტირებისას განაცხადა

გიგა ბოკერიას თქმით, პრინციპულია არა აღნიშნული სიის შედეგნა, არამედ ის, თუ როგორ ხდება ამ სიის, როგორც ინატრუმენტის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ.

„დღემდე არა თუ ის რუსი ოფიცრები, რომლებმაც ხელი დააფარეს და კლიმატს ქმნიან, არ არიან ბრალდებულები, არამედ ის პირებიც კი ვინც ფირზე ჩანს და თანამონაწილეა მკვლელობის, ისინიც არ ჰყავთ სიაში შეყვანილი. მე ეს უფრო მაწუხებს და ჩვენ მოვახდენთ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომ კვარაცხელიას შემთხვევაზეც, ყველა სხვა შემთხვევაზეც, რეალურად დაიწყონ ამ სიის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება ჩვენი აგრესორების და მოძალადეების წინააღმდეგ, რაც სამწუხაროდ არ ხდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ემპათია" ითხოვს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას ირაკლი კვარაცხელიას გვარიც დაემატოს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს