პაატა კვიჟინაძე - თუ ანაკლიის კონსორციუმი  პროექტს ვერ განახორციელებს, სახელმწიფოს ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია,  სახელმწიფოსთვის 600 მილიონი არაფერია

თუკი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის პროექტს ვერ განახორციელებს, სახელმწიფოს ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია - სახელმწიფოსთვის 600 მილიონი არაფერია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან უმრავლესობის დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.

ამ კონტექსტში კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად 2-მილიარდამდე მეტ დოლარს იღებს და მილიარდზე მეტს ისტუმრებს, ხოლო აღნიშნულ თანხებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახმარს

“რაც შეიძლება ყველაფერი უნდა გავეკეთოთ, მოვეხმაროთ, მოვაზიდინოთ თანხები, რომ პროექტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გააკეთოს. თუ მან არ გააკეთა, მაშინ ამაში დრო და ენერგია დაიკარგება, თუმცა ანაკლიის პორტი ყველა ვარიანტში გაკეთდება. იმის მიუხედავად, რომ შევარდნაძის დროს არეულობა იყო, ნავთობსადენი მაინც გავიდა, რადგან ეს ყველას ინტერესში იყო. ახლა ესეც ყველას ინტერესია და ყველა შემთხვევაში გაკეთდება“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა