ოთარ კახიძე - კრიმინოგენული მდგომარეობა ქვეყანაში არის საგანგაშო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს

პრემიერ-მინისტრთან გვაქვს კითხვა -ცხრა თვე იწურება, რაც ამ პოსტს იკავებს და რატომ არ წარმოადგინა არცერთი ინიციატივა, რომელიც მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისკენ იქნება ორიენტირებული, რატომ არ აქვს ხედვა, როგორ ებრძოლოს კრიმინალს?! თვითდინებაზე ჰყავთ მიშვებული დანაშაული და ამის ფასს იხდიან ჩვენი მოქალაქეები,-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში ხვალ დაგეგმილ პრემიერ-მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს. ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებთან ანგარიშვალდებულად თვლის თავს.

“კრიმინოგენული მდგომარეობა ქვეყანაში არის საგანგაშო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს. ოფიციალური მონაცემებიც მიუთითებს, რომ ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს და ეს ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა არჩევნების დროს კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობამ და მათმა გამოყენებამ, ვინაიდან სახელმწიფო გარკვეულწილად ვალშია მათთან და ისინი გრძნობენ, რომ მათი ხელისუფლებაა. ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა“, -აცხადებს ოთარ კახიძე

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით - ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელის პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინალის მკვეთრი ზრდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს