მამუკა მდინარაძე - მაია ცქიტიშვილის ამომწურავმა პასუხებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სპეკულაციურია ოპოზიციის საუბრები

მაია ცქიტიშვილის ამომწურავმა პასუხებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სპეკულაციურია ოპოზიციის საუბრები იმაზე, რომ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესები აქვს ანაკლიის პორტთან დაავშირებით,-ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის მცდელობის თაობაზე. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას ბრძოლის მეთოდები დაუძველდა.

„"რუსულ თემასაც ახმოვანებენ ხოლმე, რუსული თემა აქვთ იარაღად, წელიწადში რამდენჯერმე პროექტს წარმოაჩენენ და თითქოს ეს არის რუსული თემა. ეს არის უკვე წარსული-მათი ბრძოლის მეთოდები და ამას აღარავინ იჯერებს ამ ქვეყანაში. ანაკლიის პორტი არის კონსტიტუციაში ჩაწერილი და აქედან ჩანს მმართველი გუნდის ინტერესი, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა შესრულდეს“,-განაცხადა მდინარაძემ

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს