ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი მაკდონალდმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეები მიესალმნენ ორმხრივი პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.

ითქვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობის მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის დაფინანსებით ხორციელდება ქვეშეთი-კობის 22.7 კილომეტრიანი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ასევე, აღსანიშნავია ADB-ს მხარდაჭერა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების პარტნიორობის სექტორებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმა, რომლის მიმართ აზიის განვითარების ბანკმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი დაესწრო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს