Europeana-ზე ქართული ექსპონატები პირველად განთავსდა

ევროკავშირის უმსხვილესი ინსტიტუციის Europeana-ს პორტალზე ქართული ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციიდან პირველად განთავსდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილეს დიგიტალურ პლატფორმას, რომელშიც მთელი ევროპის მასშტაბით 3 ათასი ინსტიტუციაა გაწევრიანებული, საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის Europeana-ს ციფრულ ბიბლიოთეკაში 58 მილიონზე მეტი არტეფაქტია აღრიცხული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ Europeana-თან მოლაპარაკება 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო. ინსტიტუცია მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს