დუბლინში „ფრანკოფონიის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში ირლანდიაში საქართველოს საელჩო მონაწილეობდა

დუბლინში „ფრანკოფონიის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში ირლანდიაში საქართველოს საელჩო მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო სამინისტროდან აცნობეს, დუბლინში მდებარე კინოთეატრში „Light House Cinema” გამართულ ღონისძიებაში ირლანდიაში საქართველოს საელჩო, როგორც კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე“ ერთ-ერთი თანაორგანიზატორი მონაწილეობდა.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საელჩომ საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის მოაწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და მრავალფეროვანი თემატური საინფორმაციო მასალა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალისა და ქართული ენის შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიაში საქართველოს საელჩო, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ფრანკოფონიის ფარგლებში გამართული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში უკვე მეხუთე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, ირლანდიაში „ფრანკოფონიის თვე“ 1 მარტიდან 14 აპრილამდე იმართება. მისი პროგრამა მრავალფეროვანია და რიგ კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა