შალვა შავგულიძე - საზოგადოების გახლეჩვა და დაპირისპირება ხელს აძლევს გარეშე მტრებს

საზოგადოების გახლეჩვა და დაპირისპირება ხელს აძლევს გარეშე მტრებს და გარეშე მტერი, სამწუხაროდ, გვყავს და ძალიან ძლიერი,-ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ერთობლივად წარდგენილმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360“ გრადუსი განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ივიწყებს ძველი მთავრობის პოზიტიურ ნაბიჯებს და წინამორბედისგან მტრის ხატს ქმნის. შავგულიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ იგივე შეცდომა დაუშვა და „ქართული ოცნებაც“ წინა ხელისუფლებისგან მუდმივად მტრის ხატს ქმნის.

„ის, რომ მტრის ხატი შექმნა წინა ხელისუფლებისგან და ამით ამართლო შენი წარუმატებლობები, იწვევს იმას, რომ ყოველ ჯერზე არის სურვილი, რომ ისტორია დაიწყოს თავიდან, ახალი ხელისუფლებიდან. ეს, რა თქმა უნდა. არ გამოდის და ასე საზოგადოების გახლეჩვა და დაპირისპირება ხელს აძლევს გარეშე მტრებს და გარეშე მტერი, სამწუხაროდ, გვყავს და ძალიან ძლიერი, რომელიც კარს არის მომდგარი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. აგერ 30 კილომეტრშია დედაქალქიდან და ყველანაირად ცდილობს, რომ დააბრუნოს ეს ქვეყანა საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის სივრცეში“, -განაცხადა შალვა შავგულიძემ .

შ„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დღეს ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს. შალვა შავგულიძეს სავარაუდოდ მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს