ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო დონეზე, საპარლამენტო  დელეგაციების შეცვლას გეგმავს

დეპუტატ ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო დონეზე, საპარლამენტო დელეგაციების შეცვლას გეგმავს.

როგორც ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ამ გზით კობახიძე ე.წ. ურჩი დეპუტატების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. ბესელიას განცხადებით, აღნიშნულზე უკვე ინფორმირებულია ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. დეპუტატის განცხადებით, ევროსაბჭოში დელეგაციაში მომავალი წლის იანვრამდე ცვლილებები ვერ განხორციელდება, თუ დელეგატი თავად არ მოითხოვს შეცვლას, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მსგავსი მცდელობა, ეროვნულ დონეზე, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე დააზიანებს.

„პარლამენტის თავმჯდომარეს გადაწყვეტილი აქვს, რომ შეცვალოს დელეგაციები, თავისი პირადი შეხედულებისამებრ, დარწმუნებული ვარ ეს კეთდება კონკრეტული სახელების და გვარების გამო. მცდელობა არის ევროსაბჭოს დელეგაციის შეცვლის, რაც არის შეუძლებელი მომავალი წლის იანვრამდე, რადგან ევროპარლამენტში დამტკიცებულია ეს შემადგენლობა. ეს პირადად მომწერა ევროპარლამენტის გენერალურმა მდივანმა, თუმცა ამის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე მაინც ცდილობს სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს