ალეკო ელისაშვილი - შს მინისტრი ამბობს, სანამ „თიბისი“  მოგვწერდა, მანამდე ვიცოდით,  რუსთაველზე ჰაკერების ბუდე რომ იყოო. მერე  ვერ გამოხვედი ორთაჭალიდან რუსთაველამდე?!

შს მინისტრი ამბობს, სანამ „თიბისი“ მოგვწერდა, მანამდე ვიცოდითო რუსთაველზე ჰაკერების ბუდე რომ იყოო. მერე ვერ გამოხვედი ორთაჭალიდან რუსთაველამდე, ვერ გამოაღწიე როგორღაც?!,-ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამოქალაქო მოძრობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„რას ჰგავს პარლამენტი. ან ბესელია ზარდიაშვილს ვუყურებთ, ან კობახიძე რაღაცა კატასტროფებს რომ იძახის, ყოველ ჯერზე მგონია, რომ ფსკერზე არის ჩასული, მაგრამ კიდევ იმის ქვემოთ, ფსკერზე ჩადის. ან მინისტრები მიდიან და რაღაცეებს ბოდიალობენ.ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ტყემალზეა, განათლების მინისტრი, რომელიც რას ლაპარაკობს, საერთოდ არ იცის და შს მინისტრი მიდის და ამბობს, სანამ "თიბისი" მოგვწერდა ,მანამდე ვიცოდითო რუსთაველზე ჰაკერების ბუდე რომ იყოო. მერე ვერ გამოხვედი ორთაჭალიდან რუსთაველამდე, ვერ გამოაღწიე როგორღაც?! თქვენ სანამ არ ატაკეთ თითი თვალში, იქამდე არ თქვეს“-, განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

შეგახსენებთ, სწორედ „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა პირველად ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკზე“ ჰაკერული შეტევა, სავარაუდოდ, რუსთაველის #12-იდან განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს