ალეკო ელისაშვილი მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

სამოქალაქო მოძრაობა აუცილებლად დაასახელებს თავის კანდიდატურას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და ეს მე არ ვიქნები,-ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ბლოკის სახით გულდასაწყვეტია.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ შალვა შავგულიძესაც და ნინო გოგუაძესთან ვმეგობრობ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ მე გული დამწყდა, როდესაც ეს გაერთიანება ვნახე... სამოქალაქო მოძრაობა აუცილებლად დააყენებს თავის კანდიდატურას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და ეს მე არ ვიქნები. მე ვარ დაკავებული დილიდან ღამემდე სტრუქტურის მშენებლობით, რეგიონული ოფისების შექმნით, ,აწყობით, მათი გამართული მუშაობით, ადამიანებთან შეხვედრებით...მე ვარ დაკავებული ხალხის მოსმენით თბილისში და რეგიონებში , რომ კარგად გავიაზროთ რა პრობლემებია ეს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა