27 მარტამდე საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

საქართველოში 27 მარტამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში 24 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთაიან რაიონებში – თოვლი, ზოგან შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5–10გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში – 0;–5; მაღალმთაში კი –5;0. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 7–12 გრადუსი.

24–25 მარტს თბილისშიც ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით იწვიმებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8–10 გრადუსი იქნება.

27–28 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 17 გრადუსამდე.

თბილისშიც ასევე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 15–17 გრადუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა