ადა მარშანია დევნილის მიერ ქვეყნის 2 თვით დატოვების გამო დახმარების შეჩერების ვადის გაზრდის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის წევრი ადა მარშანია დევნილის მიერ ქვეყნის 2 თვით დატოვების გამო დახმარების შეჩერების ვადის გაზრდის ინიციატივით გამოდის.

პარლამენტს ბიუროს 25 მარტის სხდომაზე წარედგინება ცვლილებები, რომლის მიხედვით, აღნიშნული ვადა იზრდება 3 თვემდე, ნაცვლად 2 თვისა.

“საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლეობაც სეზონურ სამუშაოებზე მიდიან მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებში. ამ ქვეყნებთან არსებობს უვიზო რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობა 3 თვეს არ აღემატება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხშირია დევნილის დახმარების შეწყვეტისა შემთხვევები, დევნილი პირების მიერ კანონით დათქმული 2 თვიანი ვადის დარღვევის გამო“, - განმარტავს ადა მარშანია.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ მოქმედი კანონით, დევნილს შემწეობა უწყდება, თუ 2-თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს