რუსთავის სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 2-წლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა განესაზღრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის მიერ წარდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერი ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირი იძულებით მკურნალობას ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაივლის.

რუსთავში, მკვლელობა 10 თებერვალს მოხდა. ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.

იხილეთ ვიდეო: რა სასჯელი განუსაზღვრა სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს?

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა